Grok ჯერ პრემიუმ გამომწერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ამ კვირაში კი მასზე წვდომას ყველა მიიღებს. ამის შესახებ ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ ჩაუშვებს ღია კოდის ჩეტბოტს, რომელიც ChatGPT-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება…
მანამდე კი მასკმა OpenAI-ის უჩივლა თავდაპირველი მისიის მიტოვების გამო, რაც ღია კოდს უკავშირდებოდა… მისი თქმით, დიდი კომპანიები, ისეთიც, როგორიც გუგლია, თავისთვის სასარგებლოდ იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას. თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ OpenAI-ის უკან Microsoft დგას, რომელმაც ეს პროდუქტი 2015 წელს ილონ მასკთან ერთად შექმნა, თუმცა სამი წლის შემდეგ იგი კომპანიიდან წამოვიდა.
რაც შეეხება Grok-ის ჩაშვებას, ეს მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, ჩაატარონ ექსპერიმენტები ტექნოლოგიის მიღმა არსებულ კოდზე და შეუსაბამონ xAI ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Meta და Mistral, რომელთაც ღია კოდის AI მოდელები აქვთ.
რაც შეეხება თავად ღია კოდის ტექნოლოგიას, შესაძლოა, ეს ინოვაციების აჩქარებაში დაგვეხმაროს. მიუხედავად ამისა, ექსპერტების ნაწილი იმაზეც გვაფრთხილებს, რომ შეიძლება ღია კოდის AI მოდელები ტერორისტებმა ქიმიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ ან განავითარონ ცნობიერი სუპერ ინტელექტი, რომელიც ადამიანის კონტროლს მიღმა იქნება… თუმცა გასულ წელს ილონ მასკმა AI Safety Summit-ზე განაცხადა, რომ „მესამე მხარის მსაჯის“ შექმნა სურდა, რომელიც გააკონტროლებდა AI-ზე მომუშავე კომპანიებს და თუ რაიმე პრობლემას აღმოაჩენდა, განგაშსაც ატეხდა.
OpenAI-სა და Google-ის ალტერნატივის ძიებამ კი მასკი xAI-ის ჩაშვებამდე მიიყვანა, რომელსაც „სიმართლის მაქსიმალურად მაძიებელ ხელოვნურ ინტელექტად“ აღწერს. ახლა კი უკვე Grok ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება…