„გაყიდვების ასოციაცია“, პლატფორმა, რომელიც 150-ზე მეტ ბიზნეს წარმომადგენელს აერთიანებს, ასოციაციის წევრებისთვის და სპეციალური სტუმრებისთვის ახალ ღონისძიებას აანონსებს.
„გაყიდვების ასოციაციის“ მიზანია, გაყიდვების პროფესიონალებმა გაიცნონ საინტერესო ადამიანები, გააზიარონ დაგროვილი ცოდნა, აიმაღლონ ცნობადობა და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც წევრების დაპარტნიორებას და საინტერესო, საქმიანი კავშირების შეძენას უწყობს ხელს.
„გაყიდვების ასოციაციის“ ღონისძიებების ფარგლებში უკვე ჩატარდა განსაკუთრებით წარმატებული ინოვაციური შეხვედრათა სერია — „საქმე კეთდება სუფრაზე“, რაც სხვადასხვა ლოკაციაზე, ასოციაციის წევრების 10-10-კაციან ჯგუფებს არაფორმალურ გარემოში შეხვედრისა და დაახლოების საშუალებას აძლევდა.
5 მაისს კი „გაყიდვების ასოციაციის“ ღონისძიება გაიმართება, სადაც ასოციაციის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისთვის დაიდგმება მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“.
![]()
სპექტაკლის დაწყებამდე გამოყოფილი იქნება დრო „ნეთვორქინგისთვის“ და სტუმრების გაცნობისთვის, სპეციალურ სტუმრებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორები. ეს დამსწრეებს საშუალებას მისცემს, ახალი კავშირები შეიძინონ — თანაც, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან.
ღონისძიების სპონსორები იქნებიან „სარაჯიშვილი“ და „ბადაგონი“, რომლებიც სტუმრებს გამორჩეული გემოების ღვინით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია, იყოთ „გაყიდვების ასოციაციის“ წევრი. რეგისტრაციისთვის კი ეწვით ბმულს.
სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ტიპის ღონისძიებებიც, საინტერესო სემინარები და ვებინარები, რომლებსაც წაიყვანენ სხვადასხვა სფეროდან მოწვეული სპიკერები. წლის ბოლოს კი — დიდი გამოფენა, რომელშიც ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
[R]











