იაპონურმა სტარტაპმა, სახელად “Groove X” გამოუშვა კომპანიონი რობოტი – Lovot, რომლის მიზანიცაა, ხალხს ბედნიერება მიანიჭოს. რობოტი ცნობილი იაპონური ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი კომპანიის “Softbank Robotics-ის” თანამშრომელმა შექმნა. სტარტაპის ინფორმაციით, აღნიშნულ რობოტს აქვს უნარი, იმოქმედოს ადამიანების ხასიათზე და შეცვალოს იგი უკეთესობისკენ. კერძოდ კი, მასთან შეხება ან ჩახუტება ადამიანის დამშვიდებას იწვევს.

ლოვოტის შესაქმნელად “Groove X-მა” რობოტიქსის ტექნოლოგია გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ იგი 50 სენსორით არის აღჭურვილი და ხელოვნური ინტელექტზეა აგებული. მფლობელის იდენტიფიკაციას კი თერმული კამერის საშუალებით ახერხებს. რობოტის ღირებულება 3,100$-ია.










