- Grossmann-ში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების, ელექტრონული საქონლის, სანტექნიკისა და აგრარული პროდუქციის ფართო არჩევანია
- დედაქალაქის შემდეგ Grossmann მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს
ქართულ ბაზარზე ახალგამოჩენილი კომპანია Grossmann თბილისში უკვე 2 ფილიალს ფლობს და მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამშენებლო, სარემონტო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები Grossmann-მა ლეო კვაჭაძის N19-სა და აკაკი ბაქრაძის N7-ში ოფიციალურად გახსნა.
Grossmann-ის პორტფელი ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, გლობალური ბრენდების პროდუქტებსა და მასალებს მოიცავს – მათ შორის, სამშენებლო მასალები, ხელსაწყოები და დანადგარები, ელექტრობა, სანტექნიკა, აგრარული და საყოფაცხოვრებო პროდუქცია.
ვახტანგ კაჭარავა, Grossmann-ის დამფუძნებელი:
„Grossmann-ის მიზანია, მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზებასთან ერთად, მომხმარებელს ცოდნაზე დაფუძნებული რჩევები მივაწოდოთ – იქნება ეს კონკრეტული პროდუქტის შერჩევა თუ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟი. მიუხედავად იმისა, თუ რა არის ჩვენი მომხმარებლის საჭიროება – სახლში რაიმეს შეკეთება თუ პროფესიონალური კონსულტაცია, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ და ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ მოლოდინს ერგება. უკვე ავამოქმედეთ მიწოდების სისტემაც, შედეგად, Grossmann-ის პროდუქციის მიღება ქვეყნის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავტოფლოტის გაძლიერება სპეციალიზებული ტექნიკით, რაც ოპერაციების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის საშუალებას მოგვცემს.
პარალელურად, ბიზნესგეგმაშია ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა, რაც ქსელის გაფართოებას გულისხმობს. საბოლოოდ, გვსურს სექტორში სრული ეკოსისტემა შევქმნათ. ამასთან გვჯერა, რომ მომხმარებლებთან გულწრფელი და ღია ურთიერთობა საერთო წარმატების გასაღებია“.
კომპანიის მკაფიოდ გაწერილი ხედვის ნაწილია Grossmann-ის გუნდის წევრების მუდმივი ხელშეწყობა ცოდნის გაღრმავების და პროფესიული ზრდისათვის. ასევე დაარსების დღიდან კომპანია, საქმიანობის პროცესში, ოპერაციებს თანამედროვე ინსტრუმენტების დახმარებით ახორციელებს, რაც ფურცლის გამოყენების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. მეტი მოქნილობისა და მომსახურების გამარტივებისათვის Grossmann აქტიურად ავითარებს პლატფორმას ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ამასთან ერთად, კომპანია გეგმავს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტი და სერვისი კონკურენტულ ფასად შესთავაზოს.
Grossmann-ის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და თბილისში მალე მესამე ფილიალიც გაიხსნება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი თბილისთან ერთად, საქართველოს დიდ ქალაქებში, საერთო ჯამში, 15 ობიექტი ამოქმედდება.
ამ დროისათვის Grossmann-ს უკვე მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული, 2028 წლისათვის კი, გეგმის მიხედვით, ეს თანხა 10 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ამჟამად კომპანიის შეთავაზებაშია:
- სამშენებლო მასალები – ცემენტი, წებოცემენტი, ბათქაშები, ფითხები, ჰიდრო და თბოიზოლაცია, სამშენებლო ქიმია, სამღებრო მასალები, თაბაშირმუყაოს მასალები, პროფილები, სამაგრები და ა.შ.
- ხელსაწყოები და დანადგარები – ხელის იარაღები, მოტორიზებული ინსტრუმენტები – ბურღები, საჭვალ და ქანჩხრახნები, კუთხის სახეხები, შედუღების აპარატები, ხერხები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ნარევები – ცემენტი, ხის და ლითონის პროდუქტები და ა.შ.
- ელექტროობა – კაბელები, ელკომპონენტები, ფურნიტურა, ელმოწყობილობები
- სანტექნიკა – მილები და წყალმომარაგება, HVAC-გათბობა-გაგრილება, აქსესუარები, ფიტინგები და ა.შ.
- აგროსფერო – გაზონი და ბაღი, სარწყავი, აგროქიმია, ფლორა, მცენარეთა მოვლა და ა.შ.
- საყოფაცხოვრებო პროდუქტები – საოჯახო ქიმია და ჰიგიენა, პროდუქტები დასუფთავებისთვის, BBQ და გრილი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, გარე ავეჯი და აქსესუარები.
Grossmann-ის შესახებ – გროსსმანნ არის სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზია, რომელიც 2024 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხელსაწყოებს, სამშენებლო მასალებს, გარე ინვენტარსა და სხვა პროდუქტებს.
ეს არის სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზია თქვენს სახლთან ახლოს. გროსსმანნი გთავაზობთ სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, სანტექნიკის პროდუქციის, დანადგარების და აღჭურვილობის, საღებავების, აგროპროდუქტების ფართო არჩევანს.
[პარტნიორის კონტენტი]