in ,

#გამოიყვანე – პატარა ბისტროს სოციალური კამპანია ხანდაზმულების მხარდასაჭერად

საქართველო, როგორც დემოგრაფიის თვალსაზრისით გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანა, საგულისხმო გამოწვევების წინაშე დგას.  ხანდაზმულთა აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის: შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების არარსებობა, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შეზღუდული შესაძლებლობები, მწირი შემოსავალი და სტიგმა, რომელიც ხანდაზმულთა გარიყვას იწვევს.

გრაუნდ 84 ახალი ბისტროა, რომელიც პეკინის 8-ში სულ ახლახან გაიხსნა და ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, სოციალური კამპანია #გამოიყვანე წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, გრაუნდ 84 ახალგაზრდებს მოუწოდებს, გამოიყვანონ ოჯახის წევრები და ახლობლები და საზოგადოებაში მათი აქტიური ჩართულობის აუცილებლობა დაანახონ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზით მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის  შემდგომი ზრდა: თუ 2012 წელს საქართველოში ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი, ხოლო მამაკაცის  – 70 წელი იყო, 2030 წლისთვის რიცხვები, შესაბამისად, 80.8 და 74.2 წლამდე გაიზრდება. დღევანდელი შრომითი ბაზარი ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობაში არ მოდის. მოსახლეობის დაბერება შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიზეზიც გახდეს, რადგან ხანდაზმულობის ასაკში სოციალური უთანასწორობა შესამჩნევად ძლიერდება.

PIPO PAPO წესრიგისთვის თბილისში! ორი ქართველი სტუდენტის ავტოსკოლა

ქართველმა სტარტაპერებმა უკრაინაში IT კომპანია გახსნეს!