in

რა არის ქოუჩინგი და რა სარგებლობა მოაქვს კერძო პირებისა და ორგანიზაციებისთვის?!

„ ქოუჩინგი უნივერსალური მეთოდია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში, პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში და გამოწვევების დაძლევაში “, – ამბობს კომპანია Growin-ის გენერალური დირექტორი, პარტნიორი და ქოუჩი თამარ ჩიჩუა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის სარგებელი, რაც ქოუჩინგს მოაქვს – პოზიტიური აზროვნება, თვითშემეცნების ამაღლება, ქმედებაზე ორიენტირება და ა.შ.

 

Growin-ის გენერალური დირექტორი, პარტნიორი და ქოუჩი თამარ ჩიჩუა

თამარ ჩიჩუა: კომპანია „გროუინი“, პარტნიორებთან ერთად, 2015 წელს დავაარსეთ. ჩვენ ვართ „ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში და დაინტერესებულ პირებს საშუალებას ვაძლევთ, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ ქოუჩინგი. „გროუინის“ დაარსების მიზანიც სწორედ ეს იყო – მოგვეხდინა ქოუჩინგის პოპულარიზაცია და ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი გაგვეხადა ამ პროფესიის დაუფლება. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას დღეს ძალიან ესაჭიროება ყველა ის სარგებელი, რაც მოაქვს ქოუჩინგს – პოზიტიური აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირება, თვითშეგნების ამაღლება და სხვა.

M: კონკრეტული რა მიმართულებებზე მუშაობს Growin?

„გროუინს“ აქვს სამი მიმართულება. პირველი, არის ქოუჩინგი, როგორც მომსახურება – ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგი, ორგანიზაციებისთვის და კერძო პირებისთვის. მეორე – „გროუინის“ საავტორო პროგრამები, რომლებიც, ძირითადად, ორიენტირებულია ადამიანების პიროვნულ ზრდაზე და ისეთი უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მესამე, ეს არის პროფესიონალური განათლება ქოუჩინგში: მომხმარებელს ვთავაზობთ „ერიქსონის უნივერსიტეტის“ სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამებს, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ.

M: ვინ არიან Growin-ის გუნდის წევრები?

„გროუინის“ გუნდში არიან სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები, რომელთაც გაიარეს ქოუჩინგის პროგრამა და თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების სულ სხვა შესაძლებლობები აღმოაჩინეს. ნაწილისთვის ქოუჩინგი დამატებითი პროფესიაა და „გროუინში“ ინდივიდუალური ქოუჩინგის მიმართულებით საქმიანობს. ნაწილმა კი ქოუჩინგის ელემენტების გამოყენებით „გროუინისთვის“ საავტორო ტრენინგ პროგრამები შექმნა.

M: ვის შეუძლია კომპანიის მომსახურებით სარგებლობა? 

ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, ძირითადად, დიდი და საშუალო კომპანიები. კორპორაციული ტრენინგები და ქოუჩინგი 2017 წელს ჩვენი გაყიდვების უდიდეს ნაწილს შეადგენდა. თუმცა, სულ უფრო პოპულარული ხდება „გროუინის“ ღია პროგრამებიც, რომელიც გამიზნულია ნებისმიერი ინდივიდისთვის, ვისაც სურს განვითარება, პოზიტიური ცვლილებები, უკეთესი თვითრეალიზაცია და უკეთესი შედეგების მიღწევა. ასევე, მოგვმართავენ ინდივიდუალური ქოუჩინგის მსურველები. თემატიკა ძირითადად ცხოვრებისეული საკითხებია: გამოწვევები ოჯახში, პირად ურთიერთობებში, კარიერაში, ან უბრალოდ საკუთარ თავში გარკვევა, წინსვლისა და წარმატების სურვილი.

M: თქვენს კომპანიაზე მოთხოვნა თუ არის? 

ქოუჩინგი საკმაოდ ახალი მომსახურებაა საქართველოში. ეს ის ეტაპია, როდესაც „გროუინის“ წარდგენასთან ერთად ზოგჯერ იმის განმარტებაც გვიწევს, რომ ქოუჩინგი უნივერსალური მეთოდია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში, გამოწვევების დაძლევასა და პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში. საბედნიეროდ, მოთხოვნა საკმაოდ სწრაფად იზრდება. დღეს ორგანიზაციებში ყველაზე ხშირად აქტუალურია ახალი ხედვების შემუშავება, მენეჯმენტის და გუნდის წევრების გაერთიანება მისიის გარშემო, თანამშრომელთა მოტივაციის და პროდუქტიულობის ამაღლება. ამასთანავე, ქოუჩინგის დანერგვა ქმნის ახალ კორპორატიულ კულტურას, სადაც იერარქიული კონტროლი ჩანაცვლებულია კოლაბორაციით. ამისათვის ჩვენ ვთავაზობთ ორგანიზაციებს ქოუჩინგის სამდღიან სასწავლო კურსს მენეჯერებისთვის, ისინი ეუფლებიან ახალ ინსტრუმენტებს, მართვის სრულიად ახლებურ ტექნიკას. სასიხარულოა, რომ „კოკა-კოლას“, „აიბიემის“, „ნაიკის“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი კომპანიების კვალდაკვალ, საქართველოში მოქმედი კომპანიების მენეჯერებიც უკვე იყენებენ ამ ახალ და ბევრად უფრო ეფექტურ მიდგომას – ქოუჩინგს.

M: იმის მიუხედავად, რომ ეს სფერო ახალია ქართული ბაზრისთვის, დღეს უკვე რამდენიმე ქოუჩინგ ცენტრი და კომპანია არსებობს. Growin, კონკურენტებისგან, რითი გამოირჩევა?

მინდა აღვნიშნო, მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ქოუჩინგის კომპანიების რაოდენობა იზრდება. ჩვენ მათ პარტნიორებად უფრო მოვიაზრებთ, ვიდრე კონკურენტებად, რადგან ძალიან ბევრი საქმეა ქვეყანაში ამ მიმართულებით გასაკეთებელი. რაც შეეხება „გროუინის“ გამორჩეულობას, ჩვენი საავტორო ტრენინგები არის უნიკალური, ტრანსფორმაციული პროგრამები, რომელიც რადიკალურ პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს მონაწილეებში, ზრდის მათ თავდაჯერებულობას, მიზანმიმართულობას, თვით შემეცნებას და რაც მთავარია, ბიძგს აძლევს ქმედებისკენ, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას. მეორე, როგორც უკვე აღვნიშნე, „გროუინი“ არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ICF  მიერ აკრედიტებული საერთაშორისო რანგის განათლება და სერტიფიკატი ქოუჩინგში.

M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

თებერვალში გამოცხადებული გვაქვს ახალი პროგრამა „ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის”. ეს არის ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ, თანამედროვე და გამოყენებად SixSecond-ის მოდელს, შექმნილის ემოციური ინტელექტზე მომუშავე პროფესიონალების მიერ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებას, მათ შორის, საერთაშორისო სასერტიფიკატო ტრენინგებს და „გროუინის“ საავტორო პროგრამებს. ვვარაუდობთ, რომ 2018 წელს ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. „გროუინის“ და პირადად ჩემი, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის და ქოუჩის, მისიაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს რეალიზებული, წარმატებული და, საბოლოო ჯამში, ბედნიერი.

[R]

უმჯობესია, შემდეგი ავტომობილი აღარ შეიძინოთ! – Volvo-ს ვიდეორგოლი აქტუალურ პრობლემებზე

Sole Georgia – ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თეთრეული საქართველოდან