in

ზრდის დასაჩქარებლად, გააანალიზეთ თქვენი კომპანია ინვესტორის პერსპექტივიდან

ზრდის მოლოდინი რთული პროცესია. ძალიან ხშირად, წინასწარ გაწერილი და ბიუჯეტში შეტანილი გეგმები არ გვაძლევენ შედეგებს იმავე წელს – და შემდეგ, ნელი ტემპის გამო, გეგმის მხოლოდ ნაწილი სრულდება. უფრო მეტიც, ზრდის ინიციატივები, როგორც წესი, ფოკუსირებულია კონკრეტულ სფეროებზე, რაც იძლევა მოკლევადიან სარგებელს, საწარმოს მთლიანი შესაძლებლობების მდგრადი ზრდის გარეშე.

არსებობს სხვა ალტერნატივაც, რომ გადაიჭრას შეფერხებული ზრდის პრობლემა. ესაა მიდგომა, რომელიც დადასტურებულია კერძო საინვესტიციო კომპანიების პრაქტიკით. ასე შეიძლება დადგინდეს შემოსავლების ზრდის, ღირებულების შექმნისა და ხარჯების შემცირების სფეროები. როდესაც სათანადო გულმოდგინება მიმართულია სწორად, ის ამოწმებს, რამდენად კარგადაა განსაზღვრული მიზნები, რამდენად ეფექტურადაა იდენტიფიცირებული ეფექტურობის მიღწევის გზები, რამდენად გამოკვლეულია უცნობი ფაქტორები. არის თუ არა პრობლემები ოპერაციებთან, ტექნოლოგიასთან, კონტრაქტებთან ან მომხმარებლებთან. ეს არის შესაძლებლობების აგრესიული ძიება ყველა ფრონტზე, ზრდის ჩათვლით და ორიენტირებულია დაჩქარებულ, გაზომვად შედეგებზე. მაინც, როგორ მივმართოთ ძალისხმევა ზრდის სტრატეგიის სწორად განსაზღვრისთვის?

შეკრიბეთ გულმოდგინე გუნდი ღირებულების შექმნის მოტივაციით

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გულმოდგინება კარგად მუშაობს, არის მისი მიდგომა „სუფთა ფურცლის პრინციპით“ – ეს მოიცავს კითხვას, თუ რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს ბიზნესის მფლობელმა აქტივების მართვასთან დაკავშირებით. ამის სიმულაცია შეგიძლიათ თითოეულ ბიზნესში ზრდაზე მიმართული ახალი გუნდების შექმნით, რომლებიც თან დაკავშირებულია, მაგრამ ოპერაციული გუნდისგან განცალკევებით მუშაობს. ეს გუნდები, თავის მხრივ, უნდა იყვნენ კოორდინირებულები საწარმოს დონეზე. ასევე, კარგი იდეაა შექმნათ გუნდები, რომლებიც იცნობენ კომპანიას და ინდუსტრიას, მაგრამ არ არიან მიკერძოებული.

ეძებეთ მაგალითები კონკურენტებთან

ეძებეთ ინფორმაცია ყველგან, მათ შორის, კონკურენტებთან. საკვანძო წერტილების შეფასება ყველაზე ხშირად გამოიყენება ხარჯების ოპტიმიზაციის გზების დასადგენად, მაგრამ მათ ასევე ამ გზით შეიძლება გამოავლინოთ შემოსავლების ზრდის შესაძლებლობები, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ სამყაროში კვლევებზე. მაგალითად, აჩვენოთ, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას ნორმალურზე მაღალი მომხმარებელთა გამოწვევა თუ საშუალოზე დაბალი გაყიდვები. სხვა თემაა ფასები. ბევრი გამყიდველი გთავაზობთ სერვისებს, კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალ ფასად. ეს ადაპტირებული მეთოდია. ამ გზით შეგიძლიათ იპოვოთ სუსტი მხარეები თქვენს შეთავაზებებში, ან იმ მიმართულებებში, სადაც კონკურენტები დაუცველები არიან. ეს შეიძლება გაკეთდეს კიდევ უფრო სწრაფად და იაფად ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით.

შეისწავლეთ შემოსავლების და ხარჯების ინიციატივები

ლიდერები ყოველთვის ინტერესდებიან, რა გზით უნდა მიიღონ ფული ბიზნესის ზრდის დასაფინანსებლად. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ამ კითხვას ხარჯებისა და ზრდის ალტერნატივების ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე დროს განხილვით.

შექმენით „კომერციული ფიტნეს გამოცდა“ ზრდის დაგეგმვისას

შემძენი კომპანია თითქმის ყოველთვის აფასებს სამიზნე კომერციული ორგანიზაციის სტრუქტურას, ხარისხს და შესაძლებლობებს. რამდენად კარგია მისი ვებსაიტი და სოციალური მედიის გუნდი? როგორია მისი გაყიდვების მოდელი? როგორ მართავს ის ძირითად ანგარიშებს, საშუალო ბაზრის მომხმარებლებს, მცირე ბიზნესს? როგორ უმკლავდება ის გაყიდვების მილსადენის მიმოხილვებს და ლიდერის მენეჯმენტს? ეს არის ელემენტები, რასაც მოდით, ვუწოდოთ „კომერციული ფიტნესი“. ეს ფაქტორი თითქმის ყოველთვის იგნორირებულია ზრდის სტრატეგიის დაგეგმვისას.

ინვესტორივით აზროვნებამ შეიძლება მოგცეთ სიზუსტე მზარდ პროექტებთან დაკავშირებით და დაგეხმაროთ ფოკუსირდეთ საწარმოს ღირებულების გაზრდაზე. ცხადია, უნდა დარწმუნდეთ, რომ ინდივიდუალური ბიზნეს ერთეულის გეგმები ამყარებს დიდ მიზანს. ასევე უპირატესობა უნდა მიანიჭოთ იდეებს, რომლებსაც აქვთ საინვესტიციო კაპიტალის ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რადგან ზრდა ყოველთვის არ არის თანაბრად ღირებული. საწარმოს პერსპექტივის ოთახში შემოტანის ერთ-ერთი გზაა ბიზნეს ერთეულის „ზრდის“ გუნდში სხვადასხვა განყოფილების ადამიანების ჩართვა, რომლებიც არიან ექსპერტები კონკრეტული ფუნქციებისა და ინდუსტრიების სფეროში.

გარიგების შედგენისას, სათანადო ძალისხმევა, როგორც წესი, ერთჯერადია – ყოველ შემთხვევაში, ერთხელ დახვეწილი პროცესი დახვეწილი, მრავალ შემთხვევაში მეორდება ხოლმე. მაგრამ ზრდის სტრატეგიაში გულმოდგინედ აზროვნება შეიძლება გახდეს კომპანიის კულტურისა და პროცესების ნაწილი. ეს განიჭებთ სამ უპირატესობას: პირველი, თქვენ შეაფასებთ ბიზნესს გარე თვალით. მეორე, თქვენ მიერ შექმნილი ინვესტორის აზროვნება განაპირობებს უფრო გაძლიერებულ მენეჯმენტ გუნდს მთელს ორგანიზაციაში, რაც შექმნის პერფორმანსის დისციპლინას. მესამე – თქვენი მონაცემთა ერთობლიობა იქცევა ცოცხალ არსებად, რომელიც უმჯობესდება, უფრო მეტად გამოყენებით.

წყარო: HBR



სლოგანები, რომლებიც სულ გვახსოვს

ნახეთ: ანიმაცია სპაიდერმენის მენტალურ მდგომარეობაზე