in

„განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“ – მცდარი გაგება VS რეალური მნიშვნელობა

ინდივიდებს, ვისაც სჯერა, რომ მათი ნიჭი შეიძლება, განვითარდეს შრომით, სწორი სტრატეგიითა თუ სხვების გამოცდილების მიღებით, „განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“ აქვთ, ხოლო მათ აზროვნებას, ვისაც სიახლის მიღების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს „სტატუს-კვოზე ორიენტირებული“ ვუწოდოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც წესი, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, სტატუს-კვოზე ორიენტირებულებთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანია, თავი ჭკვიანებად წარმოაჩინონ და ენერგიას უფრო ღირებულს, მაგალითად, სხვადასხვა გამოცდილების მიღებასა და სწავლას უთმობენ. აქვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ ადამიანებს ორგანიზაციის პოლიტიკავე უმყარებთ შესაძლებლობებს, რომ გონება განვითარებაზე, თანამშრომლებთან კოლაბორაციაზე, ინოვაციურ იდეებზე მომართონ და არა – ერთმანეთის მოტყუებასა და თაღლითობაზე იზრუნონ, „ჭკვიანების ბრძოლაში“ უპირატესობის მოსაპოვებლად.

განვიხილოთ კომპანიების გავრცელებული სამი არასწორი წარმოდგენა „განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების“ შესახებ:

  1. ეს ყოველთვის მქონდა. ადამიანებს ხშირად ღიაობა და მოქნილობა განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება ჰგონიათ და მოდით ამას დავარქვათ „მცდარი განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“. რეალურად, ყველას აზროვნება სინთეზია „განვითარებაზე ორიენტირებული“ და „სტატუს-კვოზე ორიენტირებული“ აზროვნებისა. წმინდა „განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“ არ არსებობს, ესაა პროცესი და მუდმივი ბრძოლა ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობას შორის.
  2. „განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“ მხოლოდ საბოლოო შედეგის ქებასა და დაჯილდოებაზე აკეთებს სწორებას. ეს ასე არაა სკოლაში მოსწავლეებისა და ორგანიზაციაში – თანამშრომლებისთვის. თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებულობა რისკზე წასვლასა და შეცდომების დაშვებას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ შედეგი შეიძლება არ იყოს იმის ტოლი, რაც საწყის ეტაპზე მიზნად გვქონდა. შესაბამისად, უფროსს, მასწავლებელს მართებს, შეაფასოს არა შედეგი, არამედ პროგრესი და ის გამოცდილება, რომელსაც ამ პროცესში მივიღებთ, ძიებით, ექსპერიმენტებით, ახალი სტრატეგიების ცდით…
  3. „განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების“ მხარდაჭერით, აუცილებლად პოზიტიურ შედეგებს მივიღებთ. თუ კომპანიას განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ზედაპირული იქნება თითოეული ასეთი მცდელობა, თანამშრომლების მხრიდან. ორგანიზაციები, რომლებიც ხორცს ასხამენ განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას, რისკების აღების აუცილებლობასა და განუსაზღვრელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც იაზრებენ და იღებენ. სწორედ ამიტომ, ასეთი მხარდაჭერით, თანამშრომლებიც უფრო თამამები არიან, უფრო მეტს სწავლობენ და შედეგად, კომპანიაც, გრძელვადიან პესპექტივაში, უფრო მოგებული რჩება.

განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების დანერგვა მარტივი არაა. როცა გამოწვევებს ვხვდებით, კრიტიკას ვიმსახურებთ, მარტივად შეგვიძლია, თავდაცვაზე გადავიდეთ ან დაუცველობა ვიგრძნოთ და ვიფიქროთ, რომ რაღაც არ უნდა გვექნა. თუმცა ზუსტად ესაა მთავარი გამოწვევა, ვივარჯიშოთ, როგორ ვიაზროვნოთ ისე, რომ განვითარებაზე ორიენტირებულები ვიყოთ და როგორ შევცვალოთ ჩვენი ქცევა ამისთვის: ინფორმაციის გაზიარებით, კოლაბორაციით, უკუკავშირის მიღებითა და შეცდომების აღიარებით.

განვითარების ზონაში რომ დავრჩეთ, ბევრი მუშაობა მოგვიწევს, თუმცა ეს შრომა იმად ღირს, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს, ვინ ვართ, რისთვის ვშრომობთ, რატომ და როგორი შეიძლება, პროგრესისთვის ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იყოს.

წყარო: HBR



„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, სოციალური სივრცე მოეწყო

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა გენდერულ თანასწორობაზე? – კვლევის შედეგები