ჰკითხეთ ნებისმიერ ლიდერს, რა მოსდის აზრად, როდესაც ისინი სიტყვა „ინოვაციას“ გაიგონებს. მისგან მოისმენთ ახალი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის დიზაინის მაგალითებს, კომპანიის მიერ ბაზრის ახალი შესაძლებლობის ძიებას და ა.შ. მაგრამ რა ხდება, თუ ეს შედარებით ვიწრო ხედვა ასახავს პოტენციური ინოვაციის მხოლოდ ნაწილს, რომელიც თქვენს ორგანიზაციაშია? რა იქნებოდა, თუკი თქვენი ორგანიზაცია გახსნიდა არატრადიციულ გზებსა და სფეროებს ინოვაციების, ექსპერიმენტებისა და ღირებულებისთვის?
როგორ ახერხებენ წარმატებული ორგანიზაციები ღირებულების შექმნას და მასზე დაფუძნებული აზროვნების შენარჩუნებას?
იმისათვის, რომ თქვენი კომპანია იყოს ზრდის გზაზე, თქვენი გუნდის წევრებმა უნდა იფიქრონ ისე, რომ წაახალისონ მათ დასახონ მიზნები და „გაიმარჯონ“ თავიანთი გავლენის სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან „გამარჯვებისკენ“, თუკი ამ ორიდან ერთი მაინც ამოძრავებთ: ღირებულების შექმნა ან მისი დაცვა.
ღირებულების შექმნის სტილის აზროვნება ემყარება ზრდასა და წინსვლას იმედების, სურვილებისა და მისწრაფებებისკენ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამომავლო წარმატებისკენ. ადამიანები, რომლებიც ამ აზროვნებას ფლობენ, გიბიძგებენ დაშორდეთ თავიანთ ამჟამინდელ პოზიციას. ღირებულების შექმნის აზროვნება ადამიანებს უბიძგებს ახალი შესაძლებლობების შესწავლის, აღმოჩენასა და პროაქტიულად ძიებისკენ. ინდივიდები, რომლებიც იყენებენ ამ ტიპის აზროვნებას, მოტივირებულნი არიან გადალახონ სტატუს-კვო.
ღირებულებების დაცვაზე მომართული აზროვნება, პირიქით, ეხება მოვალეობების, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულებას და იმის შენარჩუნებას, დაცვას, რაც კარგად მუშაობს. ასეთი ხედვა აფასებს ანალიტიკურ აზროვნებას, სიფხიზლეს, სიზუსტესა და ფრთხილ შეფასებას. ამრიგად, დამცავი ღირებულებების აზროვნება ინდივიდებს აიძულებს გადახედონ და დაათვალიერონ მოცემული სიტუაცია, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომები და ხარვეზები რეალურ და მოსალოდნელ შესრულებას შორის, უზრუნველყონ ორგანიზაციული იდენტობის ძირითადი ასპექტების დაცვა. მოკლედ, დამცავი ღირებულების აზროვნების მქონე პირები მიისწრაფვიან თავიდან აიცილონ დანაკარგები ან წარუმატებლობა და შეინარჩუნონ სტატუს-კვო.
4 ნაბიჯი თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში ღირებულების შესაქმნელად და მის შესანარჩუნებლად
ნაბიჯი 1: გააცანით მკაფიო მოლოდინები ყველა ლიდერს
მიუხედავად იმისა, თუ სად მუშაობს ადამიანი უნდა ეძებდეს ღირებულების შექმნის შესაძლებლობებს. ამის მკაფიოდ გადმოცემით, როგორია შესრულების მოლოდინი, ადამიანებს შეუძლიათ უკეთ ადაპტირდნენ თავიანთი როლური პასუხისმგებლობების მიხედვით და დარწმუნდნენ, რომ ისინი (და მათი გუნდები) აკმაყოფილებენ ამ მოლოდინს.
ნაბიჯი 2: შექმენით ორიენტირებული პრიორიტეტები
ტრანსფორმაციული ორგანიზაციული ღირებულების შესაქმნელად, ლიდერებმა უნდა მიმართონ თავიანთი ენერგია და ძალისხმევა რამდენიმე ძირითად სფეროზე, სადაც შესაძლებელია ღირებულების შექმნა. ყველა სფეროში ინოვაციის მცდელობის ნაცვლად, ლიდერებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „რა არის ჩემი კონტროლის ქვეშ მყოფი ორი ან სამი რამ, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ განსაკუთრებული, დამატებითი ღირებულება და გავუმკლავდეთ კონკურენციას ინოვაციური აზროვნებით? ინოვაციური ძალისხმევის მხოლოდ მცირე შეზღუდვით, ლიდერებს შეუძლიათ უკეთ მიმართონ თავიანთი რესურსები, რომ ჰქონდეთ დადებითი ორგანიზაციული გავლენა.
ნაბიჯი 3: დასვით კრიტიკული კითხვები და განსაზღვრეთ კრიტერიუმები
ღირებულების შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმა ხშირად შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფრთხეს დამკვიდრებული ორგანიზაციული პროცესებისთვის, კულტურის, ნორმებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. ყველა დონის ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ძალისხმევა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ სხვა ინიციატივებს.
ნაბიჯი 4: შეაფასეთ და გაიმეორეთ
ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღირებულების შექმნა არ არის ერთჯერადი პროცესი, არამედ ღირებულების შექმნის შესაძლებლობების პოვნის, განხორციელებისა და ხელახალი შეფასების მუდმივი ციკლი. საბოლოოდ, ინოვაციები, რომლებიც ოდესღაც ქმნიდნენ ღირებულებას, იქცევა ახალ ნორმად და შესაბამისად, ღირებულების დაცვის შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ვითარდება განმეორებითი ციკლი, რომლის დროსაც ლიდერებმა უნდა: ა) გადახედონ თავიანთი პასუხისმგებლობებს, ბ) დაადგინონ ღირებულების შექმნის რამდენიმე შესაძლებლობა, გ) დაიცვან ღირებულება სხვა მიმართულებებით, დ) დანერგონ ღირებულება და ე) დაუბრუნდნენ თავიანთ პორტფელს.
წყარო: HBR