in

ჯორჯია ჯორჯიას წინააღმდეგ — Შტატის გუნდი საქართველოს ეწვევა

Bank of Georgia
Bank of Georgia

გუშინ სოციალურ ქსელში ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირმა (GRU) განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მისი ისტორია ხელახლა დაიწერა… ეს მეგობრობისა და სპორტის ამ სახეობის სიყვარულს უკავშირდება.

კერძოდ, GRU-ს პრეზიდენტი, სტივ მეისი და ვიცე-პრეზიდენტი, პიტ რედმონდი საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლოზ ალავიძეს შეხვდნენ. საბოლოოდ, ამ ორი ნაკრების „დამეგობრება“ გადაწყდა, რის ფარგლებშიც ჯორჯიას მორაგბეები საქართველოში ჩამოვლენ როგორც ვარჯიშებისა და ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, ისე რაგბის ქართული კულტურის გასაცნობად.

„იმისათვის, რომ აღვიქვათ მისი ისტორია, სილამაზე და ეროვნული კულტურა, ასევე, საქართველოს რაგბის კულტურა — რაც მთავარია, ვითამაშებთ კიდეც! მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დრო ჯერ გარკვეული არ არის, უკვე მივიღეთ შესაბამისი მოწვევა და თანხმობაც განვაცხადეთ“, — ვკითხულობთ GRU-ს ფეისბუქ გვერდზე.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე გვერდზე დაიწერა: „მაინც ჩვენ გვნიშნავთ საქართველოს ნაკრების მოგების პოსტებზე, ამიტომ, ჩვენც თქვენ გიგულშემატკივრებთ და აქვე მოლოცვებსაც მივიღებთ“.

კითხვა, როგორც უსასრულო შესაძლებლობები — Happy Reader-ის რეკლამა

ჰოლოკოსტის მოგონებების ფოტოებად გარდასაქმნელად AI ტექნოლოგიას იყენებენ