იმ დროს, როდესაც წვიმა სანატრელი ხდება, მოსავალი ხმება და მოსახლეობას შიმშილის საფრთხე ემუქრება, თურმე, არც სპეციალური დანადგარებია საჭირო და არც კილომეტრებიდან წვალებით მოტანილი წყალი. უბრალოდ, ახალი Nissan Frontier–ი და პრობლემა სამაგიეროდ მარტივად მოგვარებადი ყოფილა. ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა თავისი ახალი მოდელისთვის უჩვეულო სარეკლამო ვიდეორგოლი, “ღრუბლების დამჭერი” შექმნა.
სწორედ, ღრუბლების დაჭერით და მოხერხებული ავტომობილით მოაგვარებს მამა–შვილი უწყლობის პრობლემას, ღრუბლებთან ერთად წვიმასაც მოიყვანს, მოსახლეობასაც გაახარებს და მოსავალსაც უშველის. მართალია, სარეკლამო რგოლი ცოტა ზღაპრულია, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად წარმოაჩენს ავტომობილის შესაძლებლობებს.












