უნივერსიტეტის შერჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანის მომავალი იწრთობა. უმაღლეს განათლებასთან ერთად, ვიძენთ საჭირო და გამოსადეგ უნარებს, რაც კიდევ უფრო გვეხმარება სამომავლო კარიერაში. ძალზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი ქმნიდეს ისეთ ატმოსფეროს, სადაც სტუდენტი ნამდვილად შეძლებს სწორი გზის დაგეგმვასა და შესაბამისი განათლების მიღებას, სტუდენტობის პერიოდიდანვე იგრძნობს შედეგს და მისი გამოყენების პერსპექტივას დაინახავს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, იგივე „გრუნი” არის ადგილი, სადაც მაღალი აკადემიური კულტურა და ინტელექტუალური სიმდიდრე იქმნება. აკადემიური პერსონალი თავისი საქმის უზადო მცოდნე და გამოცდილი პროფესიონალებისაგან შედგება, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისა და აბიტურიენტისთვის.

„როგორც „გრუნის” პროფესორი, გამოვყოფ ჩემთვის მნიშვნელოვან სამ საკითხს.
პირველი – უნივერსიტეტში ცენტრალური სუბიექტი არის სტუდენტი და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით.
მეორე – აკადემიური თავისუფლება. „გრუნიში” სტუდენტებსა და პროფესორებს მოსაზრებების გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ.
მესამე – ღირებულებები და ტრადიციები, რომელთაც გრუნი ეფუძნება. ესენია: საუნივერსიტეტო საზოგადოების დასავლური იდენტობა, საუნივერსიტეტო საზოგადოების სოლიდარობა და მათი შესაძლებლობების თანასწორობა.
ამ სამ ფუნდამენტზე დაშენებულია თანამედროვე სასწავლო პროგრამები, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, მეტერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.
აბიტურიენტებს გირჩევთ, რომ ჩააბაროთ გრუნიში, რადგან ის ქმნის თქვენს ნათელ მომავალს!”, – გიორგი მირიანაშვილი, პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
- Erasmus Mundus
- Erasmus+
- MOBILITY+
- Erasmus+ KA107
სწავლის ხარისხი
„გრუნი” დიდ აქცენტს აკეთებს სწავლების ხარისხზე, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონის სპეციალისტების მომზადებაა. 2001 წლიდან, პირველად საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, შეიქმნა აკადემიური ხარისხის მართვის ცენტრი, რომელიც ევროკავშირის TEMPUS TACIS – ის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ის პარტნიორი უნივერსიტეტების, ნოტინჰემის ტრენტისა და ლუნდის უნივერსიტეტების დახმარებით განხორციელდა.
სასწავლო პროცესებში ინოვაციური მიდგომების გამოყენება და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა ასევე ეხმარება უნივერსიტეტს, რომ შექმნას მაღალი სტანდარტი.

უნივერსიტეტის სწავლის ხარისხზე კომენტარს თავად „გრუნის” სტუდენტებიც აკეთებენ:
„გულმოდგინე სწავლით, ცოდნითა და რეიტინგში მოხვედრით გრუნი სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ გაცვლით პროგრამებში დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მაგალითად, მე მეორე კურსზე ვიყავი საფრანგეთში, კლერმონტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გავიარე ერთ წლიანი კურსი და მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება კარიერული ზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, გაცვლითი პორგრამები უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს სტუდენტებს, რათა ერთმანეთს შევუთავსოთ უცხოეთში სწავლა და მოგზაურობა.
გრუნი სავიზიტო ბარათია, რადგან გრუნის კურსდამთავრებულ სტუდენტს ნამდვილად აქვს პროფესიული ცოდნა და ყველა ის საჭირო უნარჩვევები რაც სამომავლო პროფესიული ხაზის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
გრუნის სახელი ნამდვილად დამეხმარა – როგორ საქმიანობაში, ასევე დასაქმების პროცესში. იყო გრუნის კურსდამთავრებული დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ვურჩევ აბიტურიენტებს გრუნის, რადგან ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ისინი უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ პერიოდში დასაქმებულები იქნებიან საქართველოსა თუ საზღვარგარეთის სახელმწიფო და კერძო უწყებებში”, – გიორგი ნიორაძე, კურსდამთავრებული.

[R]










