in

„ბუზი ყურს უკან“ — GrupoMoga-ს ღვინის ეტიკეტი

„ბუზი ყურს უკან“ — როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ეს GrupoMoga-ს ღვინის დასახელება და ეტიკეტის ვიზუალური სახეა. როგორც კრეატიული გუნდი აღნიშნავს, ახალი გამოშვებისთვის რაღაც ისეთ დასახელებას ეძებდნენ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობდა და ცნობისმოყვარეობას აღძრავდა.

BOG
BOG

ამას დაერთო ეტიკეტისთვის შექმნილი შავ-თეთრი ილუსტრაცია — მასზე ქალის თავს და მის ყურს უკან მოთავსებულ ოქროსფერ ბუზს ვხედავთ. თმის სიმულაციისთვის Fasson Fibers Look ქაღალდი გამოიყენეს, რომელსაც სქელი პოლიესტერი და ცელულოზის ბოჭკოები აქვს. სრულ მონოქრომულ ვიზუალში კი განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის ბუზის მბზინავი, ოქროსფერი სილუეტი.

New Balance საკულტო ფეხსაცმლის ფესვებს ნოსტალგიური ვიდეორგოლით უბრუნდება

„შენ თუ წვალობ, მკითხველიც იწვალებს” – ქართველი ქოფირაითერები შემოქმედებითი წერის შესახებ