in

Gruzin-ის ბრენდინგი ხინკლის მასკოტით – რესტორანი ბელარუსში ქართული სამზარეულოთი

Pocket Rocket Creative-მა იმუშავა ბელარუსული რესტორანი Gruzin-ის ბრენდინგზე, რომელიც ქართული, ნაციონალური სამზარეულოთი უმასპინძლდება სტუმრებს. იდეა ახალი შეფუთვისა გაჩნდა მას შემდეგ, რაც „გრუზინმა“ გადაწყვიტა, ქართული კერძებით, სწრაფი კვებაც შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ახალი დიზაინის მთავარი გმირი გახდა მასკოტი, რომელიც ხინკლის გავლენით შეიქმნა: „ჩვენ განვავითარეთ დიზაინ სისტემა, რომელიც ასახავს ქართულ სტუმართმოყვარეობას თანამედროვე და ემოციური გზით. ლოგოზე დატანილი ადგილობრივი ტიპოგრაფია შეიქმნა ტრადიციული ორნამენტების გამოყენებით. ჩვენი მისია იყო, მომხმარებელთან დაგვემყარებინა ვიზუალური კომუნიკაცია, რომელიც ტრადიციულ საკვებს წარმოაჩენდა დიდი ქალაქის კონტექსტში“.

Agency: Pocket Rocket Creative
Client: Gruzin
Art Director: Denis Trusilo
Designer: Anya Protsenka
Location: Minsk, Belarus

ხინკლის ფორმის ტკბილეულის კონცეპტები ქართველი გრაფიკული დიზაინერისგან!

პრობლემა, რომელიც ჩვეულებრივ მაცივარს ახასიათებს – Samsung-ის სახალისო ვიდეორგოლი