in

ნიდერლანდებში GS1 Global Forum 2025 გაიმართა

16-20 თებერვალს ნორდვაიკში GS1 გლობალური ფორუმი გაიმართა, სადაც 118 წევრი ქვეყნის ორგანიზაციებთან ერთად GS1 საქართველოც იყო წარმოდგენილი.

„GS1 საქართველო” შტრიხკოდების გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურად აღიარებული შტრიხკოდების გამოყენებას, რაც ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ფორუმის ფარგლებში გუნდმა წარადგინა Vision 2030 მისია, რომლითაც ხაზი გაუსვა თანამშრომლობის, ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას.

ამბიციური Vision 2030 გეგმა მოიცავს ორ მთავარ თემას: ახალი თაობის 2D შტრიხკოდების დანერგვის პროცესსა და ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს ყველა ზომის ბიზნესის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესების (SME) განვითარებას. ის, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული ვაჭრობის სფეროში, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მონაცემთა ზუსტი და გამჭვირვალე გაზიარება.

GS1 გლობალურად აღიარებული სტანდარტია, რომლის შტრიხკოდები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში, ლოჯისტიკაში, ჯანდაცვასა და ელექტრონულ კომერციაში. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა ზუსტ და გამჭვირვალე გადაცემას. GS1 ბიზნესებს ეხმარება რეგულაციებთან შესაბამისობის მოყვანაში, მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებასა და ოპერაციების ოპტიმიზაციაში.

შტრიხკოდების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

„Briefs and Works” – ქართული ონლაინ არქივი, რომელიც Young Lions Georgia-სთვის მომზადებაში დაგეხმარებათ

მალე Google Assistant-ს Gemini ჩაანაცვლებს