in

„ჯი-თი ჯგუფმა“, ახალი პროექტის „future generation” ფარგლებში, პირველი მემორანდუმი გააფორმა

IT ინტეგრატორმა კომპანიამ „ჯი-თი ჯგუფი“, ახალი პროექტის „future generation“ ფარგლებში, „საქართველოს უნივერსიტეტთან“ (UG), თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯაბა შელიამ და UG-ს ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან სულხანიშვილმა მოაწერეს – ამიერიდან, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ აიტი კომპანიაში გაიარონ. თანამშრომლობის მიზანი ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა.

„future generation“ -„ჯი-თი ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომლითაც ის პირველად ერთვება განათლების სექტორში. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანია მომავალი თაობის მხარდაჭერა როგორც განათლების მიღების პროცესში, ისე კარიერული წინსვლის მიმართულებით.

„პროექტის „future generation“ ფარგლებში, დღეს, პირველი ნაბიჯები გადავდგით და „საქართველოს  უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდი სტუდენტებს ახალ ტენდენციებსა და მიდგომებს სამუშაო პროცესში გააცნობს. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ ისწავლონ დარგის წამყვან სპეციალისტებთან. მათთან ერთად იმსჯელონ სერიოზული მოცულობის პროექტების განხორციელებასა და არსებული რისკების მართვაზე. ეს ყველაფერი მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს არ მოიცავს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ „ჯი-თი“ ორიენტირებულია, ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში დაეხმაროს, შესაბამისად, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ბევრი სხვა ღონისძიებაც იგეგმება,“ – განაცხადა „ჯი-თი ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯაბა შელიამ.

„გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სტაჟირება გაიარონ „ჯი-თი ჯგუფში“ მომავალი დასაქმების პერსპექტივით. ვფიქრობ, ეს საინტერესო გამოწვევაა, რადგან „ჯი-თი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაა“, – განაცხადა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან სულხანიშვილმა.

„ჯი-თი ჯგუფი“, ბაზარზე, 15 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, სისტემური ინტეგრატორია და სრულყოფილ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ისე სამთავრობო უწყებებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გავხდეთ უფრო მომთმენი ხელმძღვანელი?

„თიბისი ფეის“ ტექნოლოგიურ გუნდში ახალ წევრებს ეძებენ