in

თავისუფლება, რომელიც სიახლეს მოაქვს — „ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის ხეივნის 216 ნომერში გაიხსნა, არის დროებითი, ხოლო ახალი, ე. წ. L shape შოურუმი გაიხსნება 2024 წელს და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.

ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად: დროებითი შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს დასკვნითი საზეიმო ღონისძიება. შოუს კულმინაციის დროს BMW-ს სრულიად ახალი მე-7 სერიის მოდელი, სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ინსტალაციის ფონზე, BMW-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ვინსენტ რესმანმა წარადგინა.

პრეზენტაციაზე სხვა მოდელებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყო ლიმიტირებული M5 CS. აღნიშნული მოდელი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 1000 ერთეული არსებობს, აქედან 9 ერთეული კი უკვე საქართველოშია. აღსანიშნავია, რომ პირველი მოდელი, რომელიც კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისთანავე გაყიდა, იყო სწორედ M5 CS, რაც მსოფლიო მასშტაბით იშვიათი და უნიკალური ფაქტია.

ღონისძიების მთავარი კონცეფცია მოიცავდა იდეოლოგიების შენარჩუნებას და ინოვაციებისკენ სწრაფვას, კლასიკურისა და სპორტულის დაბალანსებულ შერწყმას და, რა თქმა უნდა, ავტომობილის მართვის უკომპრომისო სიამოვნებას.

სპეციალურად ამ საღამოსთვის, მუსიკალური კომპოზიციები ლიზა რამიშვილმა და თემურიკო დიასამიძემ შეასრულეს.

შოურუმის გახსნას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონის პრეზიდენტი – დოქტორ ტომას რინი და გაყიდვების ხელმძღვანელი — კონრად ბაუმგარტნერი. ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი, ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

„ჯი-თი მოტორსი“ ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს და BMW-ს და MINI-ს გარდა, აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.

[R]

7UP ბრენდის იდენტობას აახლებს

საქართველოში პირველად, მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“