in

„ჯი-თი მოტორსმა“ BMW XM-ის დიზაინით შთაგონებული ციფრული ინსტალაცია წარადგინა

ჯი-თი მოტორსმა“, ცნობილ ფრანგ არტისტ გიომ მარმინთან და ციფრულ თბილისთან კოლაბორაციით, BMW XM-ის დიზაინით შთაგონებული ციფრული ინსტალაცია წარადგინა.

XM BMW M-ის ყველაზე მძლავრი, მაღალტექნოლოგიური SUV-ია, რომლის სკულპტურული დიზაინი სრულიად ახალი, ინოვაციური ხედვით შეიქმნა. მოდელის გამორჩეული ხასიათიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი განსაკუთრებულად წარმოჩენა. ამავდროულად, ინსტალაციის მთავარი მიზანი ახალი, უნიკალური მოდელის სპეციფიკის, თანამედროვე დიზაინისა და BMW-ს ბრენდის იმ იდეოლოგიის ხაზგასმაა, როგორიცაა მართვის უკომპრომისო სიამოვნება და სწრაფვა მომავლისკენ.

BMW XM-ით ინსპირირებული ციფრული ინსტალაცია ილია ჭავჭავაძის გამზირის 37 ნომერში სექტემბრის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.  

ასევე, აღსანიშნავია, რომ 1-ელ სექტემბერს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს BMW-სა და MINI-ს. კომპანიას წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ჰქონდა, მათ შორისაა: დროებითი შოურუმის გახსნა; ისეთი ლიმიტირებული მოდელების ჩამოყვანა, როგორებიცაა M5 CS და M3 CS; 2023 წლის ახალი მოდელების წარდგენა — ახალი მე-7 სერია, ახალი X1, X5-ისა და X6-ის Facelift.

მას შემდეგ, რაც „ჯი-თი მოტორსი“ BMW-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა საქართველოში, გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკურად, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ 270-ზე მეტი ერთეული ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

ამ დროისთვის მუშავდება BMW-ს ახალი შოურუმის პროექტიც, რომელიც ბრენდის განახლებული კონცეფციის სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ერთ-ერთი პირველი შოურუმი იქნება რეგიონში.

[R]

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ანდროიდის პაროლი დაგვავიწყდა?

როგორი იქნება Škoda Superb-ის მეოთხე თაობა?