ავტომობილების საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი GT Motors, კომპანია Inspark-თან პარტნიორობით, ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს.
Inspark მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მას 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვა – ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK აქტიურად თანამშრომლობს. გარდა ამისა, INSPARK-ის პარტნიორთა მსხვილი ქსელი მოიცავს WWF-ს, Change.org-სა და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას და სწორედ ეს კომპანია იქნება GT Motors-ის პარტნიორი ტრანსფორმაციის გზაზე.

როგორც კომპანიაში ამბობენ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, Inspark მჭიდროდ იმუშავებს GT Motors-თან ერთად, რათა მომხმარებელთა ურთიერთობების მართვის (CRM) სისტემები სრულად გარდაიქმნას. აღნიშნული ცვლილების მიზანია, რომ მთლიანობაში მომხმარებლის გამოცდილება შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკას.
„აღნიშნული პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ უმაღლესი დონის გადაწყვეტილებები. მოხარულები ვართ, შევცვალოთ მომხმარებელთან ურთიერთობები საავტომობილო ინდუსტრიაში, დავაწესოთ ახალი სტანდარტები მათი კმაყოფილებისთვის.“ — განაცხადა Inspark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერდარ სუსუზმა.
ამ პარტნიორობის ფარგლებში, GT Motors-სა და Inspark-ის მიერ დანერგილი ინოვაციური CRM გადაწყვეტილებები, სრულად შეცვლის მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობას და გაზრდის მათ მაქსიმალურ კმაყოფილებას.
როგორც კომპანიებში ამბობენ, საავტომობილო სექტორში მათი ერთობლივი მუშაობა ახალ სტანდარტებს დანერგავს და სექტორის განვითარებაზეც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
[R]












