in

GT Motors-ის მარკეტინგის გუნდს ელლა კამლაძე უხელმძღვანელებს

GT Motors-ის გუნდში სიახლეა. კომპანიის მარკეტინგის მიმართულება ელლა კამლაძემ ჩაიბარა. ამ პოზიციამდე, ის Tegeta Holding-ის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების, Tegeta Cars-ის მარკეტინგის გუნდს ხელმძღვანელობდა:

„საავტომობილო ინდუსტრია, ყველანაირი გადაჭარვბების გარეშე, არის ყველაზე დინამიკური, მუდმივად ცალებადი, საკმაოდ სპეციფიკური და უზომოდ საინტერესო. როდესაც პირველი შეხება საავტომობილო ინდუსტრიასთან, ვმუშაობდი ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Lamborghini, Bentley, Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Zeekr, Geely, Polaris და Indian,“ – გვიამბობს ელლა კამლაძე.

საავტომობილო ინდუსტრიამდე იყო კვებისა და უძრავი ქონების სფერო, Marketer.ge, შემდეგ კი Visa, სადაც მისი საქმიანობა მარკეტინგის დეპარტამენტიდან დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ბიზნესის განვითარების სპეციალისტი გახდა კავკასიის რეგიონში:

„ყველაზე დიდი გარდასახვა, პიროვნული თუ კარიერული განვითარება სწორად ამ კომპანიაში მოხდა. ამ პროცესში საერთაშორისო გუნდთან და 3 განსხვავებულ ბაზართან მუშაობა ყველაზე საინტერესოდ დამამახსოვრდა. Visa-ს როგორც ცალკეული, ლაიფსტაილ ბრენდის ფორმირებაც ამ პერიოდში მოხდა. Visa-ში მუშაობამ ალბათ ყველაზე მეტად დამანახა მარკეტინგის ინდუსტრიის მრავალმხრივობა და ზღვა გამოცდილება მომცა“.

ელლა კამლაძე GT Motors-ში თავის ახალ როლზე გვესაუბრა.

M: შენთვის ეს არა არის პირველი პოზიცია საავტომობილო სფეროში – რითაა საინტერესო GT Motors?

GT Motors ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, , როგორებიცაა: BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford და SUZUKI. კომპანიის ამდენწლიანი გამოცდილება, ბრენდების მრავალფეროვნება, მუდმივი განვითარების სურვილი, ახალი ინოვაციებისა თუ სტანდარტების დანერგვის მუდმივი მზაობა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები – ყოველივე ამის გათვალისწინებით, GT Motors ნამდვილად არის ჩემთვის საინტერესო ბრენდი.

M: როგორია შენი, როგორც მარკეტერის როლი ახალ პოზიციაზე?

პირველ რიგში, ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთი ბრენდების მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიცია. მით უფრო, რომ ჩემი პირდაპირი როლია ამ ბრენდების საერთაშორისო პრაქტიკის ლოკალურად დანერგვა და მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რაც სრულად იქნება თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

M: როგორია გეგმები და მოლოდინები?

საავტომობილო ინდუსტრიაში პერსონიზაცია და ქომიუნითი ბრენდინგი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. აქედან გამომდინარე, სამუშაო ბევრი გვაქვს ამ მიმართულებითაც. GT Motors-ს ღონისძიებების ძალიან მრავალფეროვანი ისტორია აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ერთგული მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლების შეთავაზებას ვგეგმავთ. აუცილებლად შედგება ახალი საერთაშორისო პროექტებიც, რითაც ვეცდებით საქართველოს აუთვისებელი ლოკაციების კიდევ უფრო ფართო აუდიტორიასთან პოზიციონირებას. ეს ყველაფერი კი ნამდვილად ვერ იქნებოდა წარმატებული იმ გუნდის გარეშე, რომელიც ამ კომპანიაში დამხვდა. მიხარია, რომ გულანთებულ პროფესიონალებს შორის მოვხვდი. სწორედ მათთან ერთად გავუყვები ამ ახალ და ძალზედ საინტერესო გზას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ვიურთიერთოთ პასიურ მენეჯერთან, როდესაც დისტანციურად ვმუშაობთ

Emirates მსოფლიოში პირველი აუტიზმის სერტიფიკატის მქონე ავიაკომპანია გახდა!