in

„ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო მოიპოვა

ჯი-თი მოტორსი“ BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდმა ოპერირების პირველივე წელს 44 ქვეყანას შორის მოიპოვა.

კომპანია საავტომობილო ბრენდს ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს, ეს მიღწევა კი ბაზარზე მისი წარმატებული ოპერირების პირდაპირი შედეგია. 

„ჯი-თი მოტორსის“ განცხადებით, აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდის შრომისმოყვარეობის დასტურია, რაც ემსახურება მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებას. 

2023 წელს კომპანიამ BMW-სა და MINI-ს 440-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა და კიდევ უფრო მეტად გაამყარა კავშირები საკუთარ მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან.

აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსი“ აღმაშენებლის ხეივანზე გეგმავს ახალი შოურუმის აშენებას, რომელიც BMW-სა და MINI-ს უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება.

[R]

გამოფენაზე „ფედერიკო ფელინის შრიფტი“ წარადგინეს

ლიბერთი განათლებისთვის – ცნობილია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები