in

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპდაჯილდოება 2026 დასრულდა – გამარჯვებულები Helio AI და FoxPrep გახდნენ

30 მაისს თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით უკვე მესამედ გაიმართა გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპდაჯილდოება (GT Startup Awards 2026), რომლის მთავარი მიზანია გიორგისეული ღირებულებების გაგრძელება და ქართული სტარტაპეკოსისტემის გაძლიერება.

წლევანდელი ღონისძიების თემა იყო „გიორგი, როგორც მენტორი, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გიორგიმ ითამაშა ქართველი დამფუძნებლების, ახალგაზრდებისა და მთლიანად ეკოსისტემის განვითარებაში.

აღნიშნული თემის ფარგლებში ადრეული ეტაპის ფინალისტ სტარტაპებს ჩაუტარდათ ერთდღიანი მენტორშიფსესია, რათა უკეთესად მომზადებულიყვნენ და დაეხვეწათ თავიანთი პრეზენტაცია, რომლითაც ისინი ჟიურის წინაშე წარდგებოდნენ და იბრძოლებდნენ გამარჯვებისთვის. მენტორშიფი ამით არ შემოიფარგლება და ფინალისტები ერთი წლის განმავლობაში გიორგის მეგობრებისა და ეკოსისტემის ლიდერებისაგან უსასყიდლოდ მიიღებენ მენტორშიფს სხვადასხვა მიმართულებებით.

ღონისძიებამ გააერთიანა სტარტაპერები, ინვესტორები, მენტორები და ეკოსისტემის სხვა წევრები, რათა ერთად აღენიშნათ ინოვაცია, მეწარმეობა და საზოგადოების განვითარების მნიშვნელობა.

წლევანდელ დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო ორი ნომინაცია, რომლებზეც ჯამში 30-ზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა

  • Boldest Startup
  • Best Newcomer

Boldest Startup კატეგორიაში მრავალეტაპიანი შეფასების პროცესისა და ჟიურის განხილვების შედეგად გამარჯვებული გახდა Helio AI – AI აგენტი, რომელსაც შეუძლია ფიქრი, საუბარი და მოქმედება, მათ შორის ლოკალურ ენებზეც. რეკრუტინგის სრული პლატფორმა, რომელიც გემიფიკაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს აპლიკანტების ავტომატურ გადარჩევასა და მართვაში ეხმარება და რუტინული ამოცანების 90%-ის ავტომატიზაციას ახდენს.

Best Newcomer კატეგორიაში წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში პირველად, გამარჯვებული პირდაპირ სცენაზე, ფინალისტების ფიჩების მოსმენის შემდეგ შეირჩა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა FoxPrep. ეს არის სტარტაპი, რომელიც ეხმარება სტუდენტებს გაზარდონ ქულა მაღალი მნიშვნელობის გამოცდებზე უფრო ეფექტურად, ნაკლები მარჩიელობით და მეტი თავდაჯერებით.

ღონისძიების მთავარმა სპონსორმა – თიბისი ბიზნესისთვის – Boldest Startup ნომინაციის გამარჯვებულისთვის დააწესა 5,000-ლარიანი საპრიზო ფონდი, რაც განკუთვნილია მათი

საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობისა და კონტაქტების გაფართოების მიზნით. ხოლო Best Newcomer-ისთვის დაწესდა 2,000-ლარიანი საპრიზო ფონდი, სტარტაპის განვითარების და ციფრულ პროდუქტებზე თუ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის.

გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდებს მთავარი მხარდამჭერებისგან – Terminal – გადაეცემა ერთ თვიანი საწევრო და Countman – 3,000-ლარიანი ვაუჩერი ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნეს მომსახურების სერვისზე. გამარჯვებულებს სამახსოვროდ პარტნიორი კომპანიებისაგან ასევე გადაეცათ პრემიუმ ხარისხის ღვინოები თელიანი ველისგან და ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები 4P House-სგან.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია თემაზე „გიორგი, როგორც მენტორი, სადაც გიორგის მეგობრებმა, კოლეგებმა და ყოფილმა სტუდენტებმა ისაუბრეს მის გავლენაზე, მენტორობის მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც დღემდე აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირებას.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, დაჯილდოების მიზანია არა მხოლოდ წარმატებული სტარტაპების აღიარება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, მენტორობას, თანამშრომლობასა და ახალი თაობის მეწარმეების გაძლიერებას.

„გიორგის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ადამიანები და მათ განვითარებაში შეტანილი წვლილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ყოველწლიურად შევიკრიბოთ, აღვნიშნოთ მისი ღირებულებები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა,“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

GT Startup Awards მომავალშიც გააგრძელებს იმ მისიის შესრულებას, რომელიც გიორგი ტუხაშვილის საქმიანობისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო – ადამიანების მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება და ძლიერი სამეწარმეო საზოგადოების შექმნა.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

Microsoft-მა AI-სისტემების ტესტირებისთვის ღია პლატფორმა ASSERT წარადგინა