in

GTA-ს მოთამაშეებს თავიანთი პერსონაჟების Pfizer-ით აცრა შეეძლებათ

ვაქცინირებული პერსონაჟები სპეციალურ ლურჯ სამკლავურს მიიღებენ

veon
veon

ბრაზილიაში GTA-ს მოთამაშეებს შეუძლიათ, თავიანთი პერსონაჟები Covid-19-ის ვაქცინით აცრან. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების მიზნით, Pfizer Brazil-მა Grand Theft Auto RolePlay-ს მიმართა, რათა #InGameVaccine ჰეშთეგის გამოწვევა შექმნილიყო.

როგორც სპეციალური თამაშშიდა მისიის ნაწილი, მოთამაშეები პერსონაჟებს Pfizer ვაქცინაციის ცენტრ Cidade Alta-ში აცრიან. შემდეგ, შესაძლებელია შესაბამისი ფოტოს ინსტაგრამზე ან თვითერზე გამოქვეყნება. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში — თამაშის გმირები ვაქცინის ორ დოზას იკეთებენ, რათა “თავი დაცულად იგრძნონ”. ვაქცინირებული პერსონაჟები კი სპეციალურ ლურჯ სამკლავურს მიიღებენ.

“ვცდილობთ, არა მხოლოდ გაერთოთ, არამედ ცოდნა და ცნობიერება მივაწოდოთ მათ, ვინც ჩვენს პლატფორმას იყენებს” — ამბობს პაულო ბენეტი, Outplay-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფლობს სერვერს Cidade Alta. #InGameVaccine პირდაპირ ურთიერთქმედებს თაობა Z-თან, რათა წაახალისოს ისინი იმუნიზაციის გაძლიერებაში.

კამპანია უახლესი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ სააგენტოები და ბრენდები ვაქცინაციის პოპულარიზაციას. ატლანტაში დაფუძნებულმა სააგენტო Fitzco-მ ცოტა ხნის წინ წამოიწყო პრო-ვაქცინის კონსერვატორების ხაზი. ხოლო Tesco-მ ახლახან გაუშვა რეკლამა, რომელშიც სანტა ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათით არის წარმოდგენილი.

ისწავლე დისტანციურად, სადაც არ უნდა იყო – ციფრული ინდუსტრიის აკადემია

თიბისის პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა