in

Gucci-მ Slipknot-ის მუსიკა მაღალ მოდას შეუხამა ფილმში „Gucci-ს თაობა“

Gucci-მ თავისი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით “Generation Gucci”, მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა – ისეთი, რომელმაც ერთდროულად მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მეტალის ფანები აალაპარაკა. ფილმის რეჟისორია ჯონათან გლეიზერი, ოსკაროსანი ავტორი, რომელიც თავისი სიურეალისტური სტილითაა ცნობილი. ფილმი ორ წუთზე ნაკლებს გრძელდება და ვითარდება გზისპირა მოტელში, რომელიც მთვარის შუქით არის განათებული. პერსონაჟები კადრში თითქოს სიზმარსა და რეალობას შორის მოძრაობენ, ხოლო ისეთი სცენები, როგორიცაა ღამის ცაზე მფრინავი მანქანა, კიდევ უფრო ამძაფრებს მუქ, უცნაურ ატმოსფეროს. Gucci ამ სივრცეს აღწერს, როგორც ადგილს, სადაც დროის საზღვრები ირღვევა.

BOG
BOG

ფილმის ყველაზე მოულოდნელი ელემენტი საუნდტრეკია. ყველაფერი მშვიდად იწყება Mina-ს ძველი იტალიური პოპჰიტით “Un bacio è troppo poco”. შემდეგ კი, 39-ე წამზე, Slipknot თავისი 1999 წლის სადებიუტო ალბომიდან მკვეთრად არღვევს ამ სიმშვიდეს. ეს უეცარი მეტალქაოსი შეგნებულადაა ჩასმული.

Slipknot-ის ჩართვა უბრალო ეფექტი არ არის. ბენდის პერკუსიონისტი და კრეატიული ძალა, შონ კრეიენი (ცნობილი, როგორც “Clown”), უკვე წლებია, ღიად გამოხატავს ინტერესს მაღალი მოდის მიმართ. 2020 წელს გამოცემა The Face-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ Alexander McQueen იყო მისი „შესასვლელი კარი“ კუტურის სამყაროში. კრეიენის თქმით, ის რისკები, რასაც McQueen პოდიუმზე იღებდა, ძალიან ჰგავს იმ ინტენსივობას, რაც თავად Slipknot-ის პერფორმანსებში მოაქვს.

Gucci-ს კრეატიულ დირექტორს, Demna Gvasalia-საც არაერთხელ გამოუმჟღავნებია სიყვარული მძიმე მუსიკის მიმართ. მანამდე ის Balenciaga-ს პლეილისტებში Slipknot-ს ამატებდა და ასევე თანამშრომლობდა Rammstein-თან. ეს ახალი პროექტიც ამავე ხაზს აგრძელებს, მეტალის ესთეტიკას კიდევ უფრო ღრმად ამკვიდრებს მაღალი მოდის სამყაროში.

ფილმი, ამავე დროს, წარმოადგენს Gucci-ს 2026 წლის კოლექციის ვიტრინას. აქ ჩანს ტყავი, აბრეშუმი, შიფონი და ზამში, ხოლო არქივიდან აღებული სილუეტები თანამედროვე ფორმებადაა გადამუშავებული. ეს Gucci-ს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია – გამოიყენოს რეჟისორების მიერ შექმნილი ნარატივები საკუთარი კოლექციების წარმოსაჩენად, როგორც ეს მოხდა წინა პროექტებში, Spike Jonze-ისა და Halina Reijn-ის The Tiger-ში.

ამ შემთხვევაში, ტანსაცმელი სცენას იზიარებს Slipknot-თან, რომლის საუნდტრეკში ქაოსი იდეალურად ერწყმის მოდის სამყაროს.

როგორ ვაქციოთ შემოქმედებითობა რეალურ შედეგად ალგორითმების ეპოქაში

როგორ იქცა ულიმიტო შეთავაზება ემოციურ ამბად – სელფის კამპანია, რომელზეც Holy Motors-მა იმუშავა