GUCCI-ის საახალწლო რეკლამა კინოს, მოდის, კულტურისა და სპორტის შესანიშნავ შერწყმას გვთავაზობს. ბრენდის ამბასადორებისა და მოდის სახლი მეგობრებისგან შედგება, რომლებსაც განსხვავებულ სადღესასწაულო სიტუაციებში წარმოგვიდგენენ, იქნება ეს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად შეკრება… იდეა შემოქმედებით ხელმძღვანელ საბატო დე სარნოს ეკუთვნის, რომელმაც Gucci Gift-ის კამპანიით სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია მოგვიყვა, სადაც ბედნიერ მომენტებს იმ ადამიანებთან ერთად ვიზიარებთ, რომლებსაც ოჯახს ვუწოდებთ…
დაწყებული ლონდონის Savoy Hotel-ში, გაგრძელებული დათოვლილი მთებით და სადღესასწაულო მყუდრო სახლით, მოგზაურობა კულმინაციას ფლორენციაში აღწევს, Gucci-ის მშობლიურ ქალაქში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. რეკლამა თითქოს განსხვავებული თავებისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული უნიკალურ ამბავს ჰყვება, თუმცა ამასთან, ურთიერთდაკავშირებულიცაა და კამპანიის მთავარ მესიჯს, რაც ერთიანობისა და სიყვარულის ირგვლივ ტრიალებს, იდეალურად კრავს.
აქ ნახავთ ჯესიკა ჩესტეინს, კენდალ ჯენერს, დაკოტა ჯონსონს, ჯულია გარნერს, სოლანჟ ნოულზისა და მრავალ სხვას:
ასე კი დე სარნომ Gucci-ის მემკვიდრეობის შესახებ გვიამბო. ცნობილი ადამიანების ოჯახურ მომენტებში ჩვენებით კამპანია სთორითელინგის ხელოვნებას გვაზიარებს. შედეგი კი ნარატივია, რომლის მიხედვითაც ნამდვილი სიმდიდრე თავად ობიექტებსა და ნივთებში კი არა, არამედ მათ ძალაშია, შექმნან ნამდვილი კავშირის, დღესასწაულებისა და გრძელვადიანი მოგონებების მომენტები.