Gucci 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. მისი კრეატივ დირექტორი ალესანდრო მიკელე კი სტანდარტული “საზღვრების” გარღვევას აგრძელებს. მოდის სახლის გაზაფხული-ზაფხული 2020-ის კამპანიაში სარეკლამო სახეებად ცხენები გამოიყვანა. ცხენებს ვიდეორგოლში შეხვდებით ყველგან – ზღვის ნაპირზე, სამზარეულოში, ავტოსამრეცხაოსა და საცობშიც კი. ნებისმიერ მომენტში, ცხენი მზადაა თავის მეგზურს სასიამოვნო მომენტები გაუზაიროს. რეკლამაზე რეჟისორმა იორგოს ლანტიმოსმა იმუშავა.