Gucci-ს ბოლო კამპანია მოდის სახლების ყურადღების ცენტრში მოექცა და არამხოლოდ შთამბეჭდავი დიზაინების გამო. 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში, „გუჩისთვის” პრიორიტეტულია მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის, რაც განსაკუთრებულად შესამჩნევია, რადგან კამპანიაში, ძირითადად, შავკანიანი მოდელები მონაწილეობენ. ეს ინიციატივა აჩვენებს ბრენდის განზრახვას, აღნიშნოს განსხვავებულობა ყველა ფორმით. Gucci-ს გადაწყვეტილება უკავშირდება მოდის კვირეულებზე არსებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, ასეთ ღონისძიებებზე ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი შავკანიანი, აზიელი თუ სხვა ეთნიკურ უმცირესობებეში შემავალი მოდელები.
Gucci-ს კამპანიის – „სულის სცენის” (Soul Scene) ფარგლებში, გლენ ლუჩფორდის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავს შავკანიან მოდელებს ცეკვის ეპიკურ პროცესში, ხაზს უსვამს აქსესუარებსა და სამოსს, ასევე, გამოხატავს ცეკვისგან მიღებულ სიამოვნებას.
https://www.instagram.com/p/BS02TwxlThJ/?taken-by=gucci