1
Jul
2019

Gucci-მ ლოგო განაახლა

1 Jul 2019

მოდის სახლის Gucci ლოგო, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, 1933 წელს შეიქმნა. ახლა კი, მოდის სახლმა მთავარი სიმბოლიკა შეცვალა. კონცეფციის ძირითად ნაწილად, კვლავაც რჩება ასო G, თუმცა, ამჯერად, ორი ცალი G ასო პირისპირ აღარაა განთავსებული. ძველისგან განსხვავებით, ახალი ლოგო უფრო მეტად ტიპოგრაფიულია, მკაფიოდ გამოხატული კონტურებით. ლოგოს ახალი ვერსია უკვე გამოჩნდა სოციალურ ქსელებში Weibo და WeChat.

განხილვა