in

Gucci საკუთარ სათამაშო აკადემიას ხსნის!

ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდი Gucci თანამშრომლობს FACEIT-თან, წამყვან კონკურენტუნარიან ონლაინ მრავალმოთამაშიანი სათამაშო პლატფორმასთან, რათა საკუთარი სათამაშო აკადემია, Gucci Gaming Academy შექმნას. იგი მიზნად ისახავს ახალი თაობის კიბერსპორტის ნიჭის იდენტიფიცირებას და გაძლიერებას.

კოალიციამ უკვე შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს „პერსპექტიული სათამაშო ნიჭის განვითარებას და აკადემიის წევრებს კარიერული ზრდის დაჩქარებაში დაეხმარება“. CS:GO კი პირველი თამაში იქნება, რომელსაც აკადემია მიიღებს.

პრესრელიზის თანახმად, ოთხი ამომავალი ვარსკვლავი უკვე იდენტიფიცირებულია და მათ საინტერესო, უწყვეტი ტრენინგი ჩაუტარდებათ, უმაღლესი დონის სათამაშო აღჭურვილობით და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. ამასთან, საგულისხმოა მთელი რიგი შეღავათები — დაწყებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებით, დასრულებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სესიებით. ასევე, აკადემიის წევრებს Gucci-სა და FACEIT ქსელებზე შეუზღუდავი წვდომა ექნებათ.

იმისათვის, რომ საუკეთესო წევრების შერჩევა გამარტივდეს, აკადემია FACEIT-ის ანალიტიკურ ინსტრუმენტებს გამოიყენებს. სწორედ ამ გზით დასკანერდება მილიონობით აქტიური მოთამაშე ყოველდღიურად. შერჩევის შემდეგ ეს მოთამაშეები სხვადასხვა სამწვრთნელო ინტერვიუს გაივლიან, სანამ ოფიციალურად მიიღებენ აკადემიაში.

სხვა სათამაშო ინიციატივებისგან განსხვავებით, Gucci Gaming Academy არ შესთავაზებს ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს გრძელვადიან კონტრაქტს. თუმცა მათი ნიჭის დახვეწაზე იზრუნებს, ვიდრე ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები ან გუნდები არ შესთავაზებენ მათ პროფესიულ გარიგებას.

NFT პერსონაჟები — საქართველოს ბანკის საჩუქარი Bank of Georgia UPDATE-ის სტუმრებს

Social Impact Award 2022 – კონკურსი სოციალური მეწარმეებისთვის განაცხადებს იღებს