in

„ეს მაისური გუჩია თუ CUGGl?“ — მოდის ინდუსტრიაში პლაგიატის პრობლემაა

Gucci-ს „ჭკვიანურად“ გაყალბებას შესაბამისი უნარები სჭირდება. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში გამოჩნდნენ გამყიდველები, რომლებიც ყალბ ჩანთებს და მაისურებს ყიდიან — ზოგჯერ არასწორად დაწერილ სახელს მიმართავენ, მაგალითად, Guccy ან Cucci. ცხადია, მსგავსი შემთხვევები ყალბი პროდუქტების წარმოებას უწყობს ხელს, რაც სტატისტიკური მონაცემებით, 600 მილიარდ დოლარს გულისხმობს.

გარდა ზემოთ ხსენებული სახელების, უფრო კრეატიულ მიმბაძველებსაც ვხვდებით, რომლებიც სატირულ ნიმუშებს ქმნიან. საუბარია “Cuggl”-ზე, იტალიური ფუფუნების შთაგონებულ ბრენდზე. Nobuaki Kurokawa ყალბი ბრენდინგის მხატვარია, რომელმაც ოსტატურად მიბაძა „გუჩის“. მან გასულ წელს დააპატენტა ახალი სასაქონლო ნიშანი Cuggl ტანსაცმელზე გამოსაყენებლად.

Cuggl-ის პრინტის მქონე მაისურები მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაეშვა გაყიდვაში. წარწერის ქვედა ნახევარი ვარდისფერი საღებავით იყო დაფარული, ასოების ზედა ნაწილი კი Gucci-ს იდენტურია.

ცხადია, ეს გუჩის ადვოკატებმა შენიშნეს და პეტიციაც კი შექმნეს ამ სასაქონლო ნიშნის გაუქმების შესახებ. მათი თქმით, მომხმარებლები დაიბნეოდნენ და ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდნენ ნამდვილ და ყალბ პროდუქტს. იურისტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ სასაქონლო ნიშანი ბოროტად იქნა გამოყენებული, რათა ამ უცნობ ადამიანებს Gucci-ს „კეთილგანწყობა და რეპუტაცია“ უსასყიდლოდ მიეღოთ.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, იაპონიის საპატენტო ოფისმა მხარი არ დაუჭირა პეტიციას. როგორც ჩანს, მათ საკმარისი მსგავსება (ვიზუალური, კონცეპტუალური ან ფონეტიკური) ვერ იპოვეს იმისათვის, რომ თითქოს მომხმარებლები ვერ გაარჩევდნენ გუჩის ყიდულობენ თუ Cuggl-ის პროდუქტს. ამრიგად, ამ დროისათვის კუროკავა კვლავ განაგრძობს მაისურების გაყიდვას.

ეს სარჩელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი ინტელექტუალური საკუთრების ოსტატურად რეპლიკაციას — ყოველ შემთხვევაში იაპონური სისტემის კონტექსტში.

„ბევრი კვლევა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს სიტყვების წაკითხვა ასოების მხოლოდ ზედა ნაწილების მეშვეობითაც შეუძლიათ. ჩვენი ტვინი ექსტრაპოლირებას უკეთებს იმას, რასაც ვხედავთ და ნაკლულ ნაწილებს თავად ამატებს. როდესაც Cuggl-ის ქვედა ნახევარი იმალება, დიდი შანსია, რომ ბევრმა მომხმარებელმა შეცდომით დააკავშიროს იგი ცნობილ Gucci-ს ბრენდთან. ეს მცდარი წარმოდგენა კი შესყიდვის განსხვავებულ გადაწყვეტილებებს გამოიწვევს“, — ამბობს ალექსანდრა ჯ. რობერტსი, სამართლისა და მედიის პროფესორი ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, რომელიც სპეციალიზებულია მოდის სამართალში.

მართლაც, კუროკავამ მთელი კარიერა შეიქმნა მოდის ბრენდების მიბაძვით… Financial Times-ის თანახმად, მან Adidas, Lacoste, Nike, Prada და Balenciaga-ს ლოგოებითაც „ითამაშა“. ბრენდირებულ პროდუქტებს კი ხელმისაწვდომ ფასებში ყიდის — როგორც წესი, $15-დან $30 შუალედში.

ამ დროისთვის, ძირითადი მოდის ბრენდების იურისტები არ განასხვავებენ პლაგიატსა და პაროდიას. მაგრამ ამან, შეიძლება, სამყარო შეცვალოს. „სამომხმარებლო დახვეწილობას შეუძლია გუჩის წინააღმდეგ მუშაობა, მაგრამ იმედია, გუჩის მომხმარებლები შეამჩნევენ, როდის ყიდულობენ ნამდვილ პროდუქციას“, — აცხადებენ კომპანიაში.

დიდი მონაცემები = დიდ მარკეტინგს!

როგორ შევამციროთ ხმაური, რომელიც ცხოველებს ზიანს აყენებს?