in

Gucci-ს რესტორნის შეფი აჭარული ხაჭაპურის მომზადებას გვასწავლის

გუჩის რესტორნის – Gucci Osteria მენიუები შთაგონებულია მოგზაურობით, ადამიანებითა და სხვადასხვა გამოცდილებით, რომელზე დაყრდნობითაც,  სამზარეულოს შეფები მათ ფავორიტ, სახლში მომზადებულ კერძებს გვაცნობენ.

კარიმე ლოპესი, რომელიც ფლორენციის რესტორნის სამზარეულოს ხელმძღვანელობს (ახლა რომ დახურულია) კვერცხის, ყველისა და პურისგან დამზადებულ კერძს – აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს გვიზიარებს და მისი მომზადების წესსაც გვასწავლის.

შთაგონებული ვარ საერთაშორისო კერძებით, რომელიც Gucci Osteria-ს მენიუში გვაქვს. გვინდა, შევქმნათ რაღაც განსხვავებული და ამავდროულად, მარტივი. ეს კერძი ძალიან გემრიელია, რეცეპტიცა და მომზადების წესიც მარტივია, – ამბობს კარიმე ლოპესი.

განსაკუთრებით დღეს, როცა ადამიანები ერთმანეთს დისტანციურად ვუზიარებთ სხვადასხვა პროფესიულ გამოცდილებას, მათ შორის, კერძების მომზადების წესებსა და რეცეპტებს, საერთაშორისო მასშტაბით, GUCCI-ს youtube-არხზე, რომელსაც 524K გამომწერი ჰყავს და 58.4K მიმდევრიან ინსტაგრამგვერდზე აუდიტორიისთვის ხაჭაპურის გაცნობა – ქართული კერძის პოპულარიზაციისთვის კარგი შესაძლებლობაა.

სენსორული ღილაკები ლიფტებისთვის – sensor.ge ფუნქციონირებას იწყებს

27 მაისს, SpaceX Crew Dragon-ით პირველად გაუშვებს კოსმოსში ასტრონავტებს