მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მეტავერსის სათავეშიც დგება… Gucci-მ Vault კონცეპტუალური მაღაზიის Supergucci-ის NFT-ით გახსნის შემდეგ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პირველი სათამაშო აკადემიაც გახსნა. ახლა კი ბრენდმა მუდმივი ციფრული დანიშნულების ადგილი Gucci Town შექმნა, რომელსაც Roblox 3D მსოფლიო პლატფორმაზე შეგიძლიათ ესტუმროთ.

მსგავსი ონლაინ საზოგადოების შექმნით ბრენდის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ, Gucci-ს ისტორიისა და მემკვიდრეობის, შემოქმედებითი ხელმძღვანელის ალესანდრო მიშელის დიზაინის ფილოსოფიისა და ხედვის შესახებ მეტი გაიგონ. ამასთან, ისინი თვითგამოხატვასაც გაიუმჯობესებენ.

შეხვედრის ადგილი პიაცა იქნება, რომელიც იმის გამო შეირჩა, რომ იგი საუკუნეების განმავლობაში ადამიანების შეკრებისა და თვითგამოხატვის ადგილი იყო. მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთ ადგილებზე სტუმრობასაც შეძლებთ, როგორებიცაა, Mini Game Heights, Vault Plaza, Creative Corner, Craftsmanship Court, Selfie Way, Power-up Place და Gucci Shop. ამ უკანასკნელში სტუმრობით კი საშუალება გექნებათ, თქვენი ავატარებისთვის ბრენდის ტანსაცმელები და აქსესუარები შეიძინოთ.
„თითოეული სივრცე იმერსიულ გამოცდილებას გთავაზობთ, რომელიც ალესანდრო მიშელის ხედვით ცოცხალ ნარატივად გარდაიქმნება“, — აცხადებს Gucci.










