in

კურორტი გუდაური 30 წლის ხდება

15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება. ამავე დღეს გაიხსნება გუდაურის ზამთრის სეზონიც. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიება ახალ გუდაურში, რედკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, იგეგმება მანათობელი კოსტუმების შოუ, ძველებური გასართობი თამაშები და ვინტაჟური კაფეები, ფოტო ზონები და სხვა გასართობი აქტივობები. 90-იანების სტილის ფერად კომბინოზონებში გამოწყობილი ადამიანები სტუმრებს სხვადასხვა თამაშს ათამაშებენ, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით.

BOG
BOG


ღონისძიებაზე დაუკრავენ Gio Shengelia, Jino, Sander, Nika J ილუმინაციის სინთეზის თანხლებით. მოწყობა Food Court სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ჰოთ-დოგები, ტკბილი კრეპები, ჩიმნი ქეიქები და გლინტვეინი. ძველი გონდოლის დიზაინის ბარში, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები გაიყიდება. 90-იანების სტილის ფერად კომბინოზონებში გამოწყობილი ადამიანები სტუმრებს სხვადასხვა თამაშს ათამაშებენ, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით. გათამაშდება „გუდაური 30“-ით ბრენდირებული ზამთრის თბილი საჩუქრები.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/videos/1965926333457339″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

თბილისის საახალწლო სლოგანი: “სიყვარულით სავსე ქალაქი”

მხოლოდ ისურვე – ისთ ფოინთის საახალწლო გათამაშება