გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა გაძვირდა. ახალი ფასები მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან, 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით, გუდაურის საბაგიროს ერთდღიანი აბონიმენტის ღირებულება უფროსებისთვის 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. ორდღიანი აბონიმეტი კი უფროსებისთვის, წინა წლის 80 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება. რაც შეეხება სამდღიან აბონიმენტს, იგი შარშანდელი 112 ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა. საბაგიროთი ერთი ასვლა კი, 7 ლარის ნაცვლად, 10 ლარი ეღირება.

შედარებისთვის, გთავაზობთ წინა წლის ფასებს:

შგახსენებთ, რომ გუდაურში სეზონი 15 დეკემბერს გაიხსნება.













