in

„საქართველოს ბანკმა“ პორტალი Gudauri.live შექმნა

 Gudauri.live „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომელიც სააგენტო „რედბერისთან“ ერთად განახორციელა. ეს არის პორტალი გუდაურის შესახებ და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ვებ გვერდზე განთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რაც, შესაძლოა, კურორტზე წასვლის მსურველებს დასჭირდეთ.

BOG
BOG

 

Gudauri.live-ზე და პროექტის მიზანზე „მარკეტერი“ „საქართველოს ბანკის“ კრეატივ დირექტორს, ნიკა გუჯეჯიანს და „რედბერის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, გაგა დარსალიას ესაუბრა.

ნიკა გუჯეჯიანი: გუდაური საქართველოში ყველაზე პოპულარული სამთო კურორტია, სადაც უმრავლესობა დასასვენებლად მიდის. ჩვენ გვინდა, დასვენების დაგეგმვა არ იყოს დამღლელი და სწორედ ამ პროცესის გამარტივება დავისახეთ მიზნად. მოვიფიქრეთ პლატფორმა, რომელიც, გუდაურში გამგზავრებამდე, ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ადამიანებს დასვენების პროცესს გაუმარტივებს.

გაგა დარსალია: გუდაურში წასვლის წინ, ძირითადად, გვიწვეს, მეგობრებისგან გავიგოთ, როგორი ამინდი ან „ტრასებია“, რომელი საბაგირო მუშაობს და რომელი – არა, ვინმეს ხომ არ სურს, დაგვემგზავროს და ა.შ. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, ეს ყველაფერი გაგვემარტივებინა და შეგვექმნა ციფრული პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემდა საშუალებას, ერთ სივრცეში მიეღო ყველანაირი ინფორმაცია, რაც გუდაურში წასვლამდე შეიძლება დასჭირდეს.

M: ვისთვის არის Gudauri.live და რა არის პროექტის მიზანი?

გაგა: Gudauri.live არის ყველასთვის, ვინც გუდაურში წასვლას დააპირებს. ვფიქრობთ, Gudauri.live იქნება top of mind გვერდი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, თვალი ადევნოს Live Stream-ებს, ნახოს გუდაურში ამინდის დეტალური პროგნოზი, სათხილამურო „ტრასების“ მდგომარეობა, საბაგიროების სტატუსი და ა.შ. გარდა გუდაურის შესახებ ავტომატურად განახლებადი სხვადასხვა ინფორმაციისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook ჯგუფი #დამემგზავრე • Gudauri.Live, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ მოძებნონ თანამგზავრები გუდაურში წასასვლელად. ეს Facebook ჯგუფი ასევე ინტეგრირებულია ვებ გვერდთან, რაც Gudauri.live-ის ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, იხილონ, მოცემულ მომენტში, ვინ ეძებს მეგზურს და გადაწყვიტონ, ვის დაემგზავრონ.

ნიკა: Gudauri.live არის სასარგებლო პლატფორმა, როგორც დამწყებები, ისე მოყვარული დამსვენებლებისთვის. ფაქტობრივად,  ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სამთო – სათხილამურო სპორტი, „სნოუბორდი“ და ა.შ. პროექტის მიზანია, საქართველოს სამთო კურორტების მეტი პოპულარიზაცია. ვებ გვერდზე თავი მოვუყარეთ ყველა ტიპის პრაქტიკულ ინფორმაციას, რაც შეიძლება დასჭირდეს გუდაურში გამგზავრების მსრუველს და ამით კიდევ უფრო გავამარტივეთ გუდაურში გამგზავრების პროცესი.

M: რატომ დაინტერესდა „საქართველოს ბანკი” გუდაურით?

ნიკა: „საქართველოს ბანკი“ ემსახურება მთელი საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, ყოველთვის ვეხმაურებით მომხმარებლებისთვის აქტუალურ საკითხებს. ზამთარში გუდაურში გამგზავრება თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და, შესაბამისად, გვინდა, გავუადვილოთ მომხმარებელს გუდაურში მოხვედრა და პოზიტიური ემოციების მიღება. ამავდროულად, ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. საქართველოში ტურიზმის სექტორი სულ უფრო იზრდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენ ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლას.

გაგა: გუდაური ისეთი  სამთო კურორტია, რომელსაც ხშირად წინასწარი დაგეგმვის გარეშე ვსტუმრობთ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მსგავსი ციფრული პროდუქტი განსაკუთრებით ღირებულია  ამ კურორტისა და მისი ვიზიტორებისთვის.

M: სხვა პროექტების განხორციელებასაც ხომ არ გეგმავთ გუდაურში?

ნიკა: უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ შექმინილი ვებ გვერდის დახვეწასა და ფუნქციონალის გაზრდას. შემდგომ, არ არის გამორიცხული მომხმარებლისთვის წამახალისებელი აქტივობების ჩატარებაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი „საქართველოს ბანკმა“ სააგენტო „რედბერისთან“ ერთად განახორციელა.

Credits:
Developed by Redberry and Bank of Georgia

Special thanks to Mountain Resorts Development Company

Interactive Director: Gaga Darsalia
Digital Products Director: Basa Metreveli
Project Manager: Medea Makhatadze
Product Designer: Lasha Lomouri
Digital Products Art Director: Ane Erkomaishvili
UI/UX Designer: Nanuka Kaidarashvili
Front End Developer: Archil Bakhsoliani, Levan Kvitsinadze
Back End Developer: Levan Kvitsinadze
Account Director: Levan Ketskhoveli
Content Director: Irakli Kavelashvili
Copywrighters: Archil Oragvelidze, Akaki Metreveli
DOP: Pitha

Volkswagen-ის მიკროავტობუსი ბრუნდება! ელექტრო მინიბასი ავტომატური მართვის სისტემით!

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი “ყველაფერი ნაცნობობითაა”