18
Mar
2019

უამინდობის გამო, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

18 Mar 2019

გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გუდაურში ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროებაა.

“დღეს, 18 მარტს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დილიდან გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს. ამ ეტაპისთვის, ჩართულია მხოლოდ პირველი საბაგირო”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 დღის წინ კი კომპანია შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებდა: „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოგმართავთ თხოვნით. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის.სწორედ ამიტომ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს აქვე გაცნობებთ,რომ კობი-გუდაურის საბაგირო იმუშავებს შეზღუდვით. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, თუშეთის ტერიტორიებზე, გაუკვალავ თოვლში სრიალისას“.

განხილვა