28
Feb
2019

როგორ დაიწყო გუდაურის ისტორია – “რედკოს” ვიდეორგოლი

28 Feb 2019

გუდაურის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც სოლიკო ხაბეიშვილის ძალისხმევით, 1982-1985 წლებში გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრის მართვა გადაეცა საქართველოს „ცეკავშირს“. სოლიკო ხაბეიშვილი გახდა პირველი მებრძოლი გუდაურის საქმისთვის. ამ პერიოდში, გუდაურში აშენდა რამდენიმე პატარა სასტუმრო, რესტორანი და ორი დაბალი წარმადობის, ორსავარძლიანი საბაგირო გზა – ეს ის პერიოდია, როცა გუდაურის სიცოცხლე და ტურიზმი იწყებს ჩქეფას. დაარსებიდან დღემდე, კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უკავია.

mBank QR
mBank QR

გუდაურის განვითარების ისტორიაზე და ამ პროცესში დეველოპერული კომპანია რედკოს ჩართულობაზე, რედკოს მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ახვლედიანი გვესაუბრა:

გუდაურის განვითარების ისტორიას კარგად იცნობს ვახტანგ მიქელაძე, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის გუდაურის აღმოჩენა-განვითარებაში. დეველოპერულმა კომპანია რედკომ ვახტანგ მიქელაძე 1 დღით თავისთან მიიწვია და მან ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა გუდაურზე: თუ როგორ დააყენეს პირველად საბაგირო გზა მლეთაში დაახლოებით 40 წლის წინ და რომ სულ რაღაც ერთ წელში სეთურებში უკვე სამი პატარა საბაგირო გამოჩნდა. ის ასევე იხსენებს, რომ გუდაურში ამ პერიოდში სახლიც კი არ იყო, მხოლოდ ორი პატარა “ქოხი” აშენდა ფოსტასთან და ამ დროიდან ის თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად გუდაურში.

“დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი გუდაურის განვითარების პროცესში. საპროექტო ფირმა ecosign-ის მიერ შემუშავებული 5-წლიანი გეგმის თანახმად, რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან და ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ერთიანი სტილი. გარდა 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტ-ოტელისა, კომპანია ასევე მუშაობს პროექტზე ,,Radisson Blu Gudauri”.”

ვიდეო დაამზადა The Movement TV-მ

[R]

განხილვა