ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
თბილელის #4
პროექტის ფარგლებში, აღადგენენ 28 შენობას, აქედან 24 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება – კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, მუზეუმისა საგამოფენო სივრცის მოწყობას.
ახოსპირელის #7
ცოტა ხნის წინ, აქ, არქეოლოგიური სამუშაოების დროს, აქ გუმბათოვან სარდაფს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ, მე-17-მე-18 საუკუნეებშია აგებული. ამავე მისამართზე აღმოაჩინეს მე-11-მე-12 საუკუნეების თასი, 6 სხვა თასი და 3 ჭრაქი.
„მოსალოდნელი აღმოჩენების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები“.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ახლა, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე აპირკეთებენ შენობების ფასადებსა და აივნებს.ასევე მიმდინარეობს მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო, აღდგენითი სამუშაოები.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 70 000 000 ლარია.