“Guerlain”-მა მხატვარ “JonOne”-თან ერთად სამი არომატის ულტრათანამდროვე შეფუთვა შექმნა.
ფუტკრებიანი შეფუთვა “Guerlain”-მა პირველად 1853 წელს, ნაპოლეონ III-ის ქორწილზე გამოიყენა. ქორწილისთვის ძვირადღირებულ ბროლზე ოქროს ფუტკრების გამოსახულება დაიტანეს. ახალ შეფუთვაზე ფუტკრების აღქმა ცოტა რთულია, რადგან ისინი სხვადასხვა ფერებშია გადაღებილი და სტრიტ-არტის ნაწილს წარმოადგენს.
“JonOne”-მა სამი არომატის “Shalimar”, “La Petite Robe Noire” და “Rose Barbare”-ის შეფუთვა გააფორმა და ყოველი ბოთლი ხელით მოხატა. ლიმიტირებული კოლექციიდან ერთი არომატის ფასი 9000 ევრო იქნება.
კოლექციის შექმნის პროცესი შეგიძლიათ სიუჟეტში ნახოთ
https://vimeo.com/140325805