in

ჯენიფერ ლოპეზისა და Guess-ერთობლივი ტურნე

ამერიკელი ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი Guess-თან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივ ტურნეს – “It’s My Party” – ისინი ამერიკასა და კანადაში მოაწყობენ.

ქურთუკი Guess-ის ახალი კოლექციიდან

პროგრამით გათვალისწინებულია 30 შოუ, სადაც მოცეკვავეებსა და თავად მომღერალს Guess-ის სასცენო კოსტიუმები ეცმევათ. ბრენდის სამოსს მოირგებს ჯენიფერ ლოპეზი ფანებთან შეხვედრებსა და პრეს – კონფერენციებზეც.

ახალ კოლექციაში, ძირითადად, მაისურებია წარმოდგენილი. ასევე, ჯინსის ქურთუკი J Lo-ს გამოსახულებით.

Guess-ისა და ჯენიფერ ლოპეზის ერთობლივი ტურნე 7 ივნისს იწყება. ისინი ორი თვის განმავლობაში იმოგზაურებენ – კონცერტები დაგეგმილია მაიამიში, ჩიკაგოში, ტორონტოში, ნიუ-იორკში და ა.შ.

ამერიკელი ვარკსვლავის ინსპირაციით და სპეციალურად ამ ტურისთვის შექმნილი კოლექცია, Guess-ის ვებგვერდსა და მაღაზიებში გაიყიდება.

BMW-სა და Jaguar Land Rover-ის კოლაბორაცია

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ჩატარდა