in

გზამკვლევი ინტროვერტებისთვის, სამსახურში ხილვადობის მისაღწევად

თუ ინტროვერტი ხართ – ადამიანი, რომელსაც ურჩევნია საკუთარ თავთან ყოფნა, ჩაღრმავება და მარტო ყოფნით იმუხტება – მაშინ შეიძლება ეს სტატია სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის. ბევრი ინტროვერტი ირჩევს ჩაღრმავებასა და გააზრებას თავიანთ საქმეში, ხმაურთან შედარებით. ისინი კმაყოფილნი არიან, საკუთარი წვლილი რომ შეიტანეს საერთო წარმატებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს უნარი აღმაფრთოვანებელია, მასაც ახლავს თან ხაფანგები, განსაკუთრებით თანამედროვე, დისტანციური მუშაობის სამყაროში, სადაც „ხილვადობის მიღმა“ ყოფნის გამო, შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეთ – არ დაგაწინაურონ, რადგან უფროსმა არ იცოდა თქვენი ან თქვენი მიღწევების შესახებ. ან შესაძლოა, თქვენი მშვიდი ქცევა შეცდომით აღიქვა მისწრაფების ნაკლებობად. დღევანდელ კონკურენტულ სამუშაო გარემოში მხოლოდ შრომა საკმარისი არ არის. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა ჩანს და აღიარებულია ახალი შესაძლებლობების წინაპირობად.

სამსახურში ხილვადობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენი წვლილი, უნარები და მიღწევები აღიარებული და დაფასებული იქნება თქვენი ორგანიზაციის სხვა წევრების მიერ. ტრაბახისაგან განსხვავებით, ხილვადობის მოპოვება გულისხმობს განახლებების, ინფორმაციისა და წარმატებების სტრატეგიულად გაზიარებას სხვებისთვის და  ყოველთვის აკავშირებს თქვენს პროგრესს თქვენი კომპანიის დიდ მიზნებთან.

არა, არაა აუცილებელი იყოთ ხმაურიანი პიროვნება, რომ თქვენი კვალი დაამყაროთ. აქ მოცემულია სტრატეგიები, რომლებიც კარგი იქნება ცადოთ, თუ სურთ უფრო მშვიდი მიდგომით მიაღწიოთ ხილვადობას, რომელიც ეფუძნება ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორიცაა ღრმა აზროვნება, ყურადღების მიქცევა და ერთი-ერთზე ურთიერთობის დამყარების უნარი.

ისაუბრეთ შეხვედრებზე

შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა რეალურ დროში გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე აღმოჩნდეთ. როდესაც ამ შეხვედრების დროს საუბრობთ, უზიარებთ მოსაზრებებს ან სთავაზობთ გადაწყვეტილებებს, ამ დროს აჩვენებთ ბიზნესის თქვენეულ აღქმას, კრიტიკულად აზროვნების უნარს და ლიდერობისთვის მზადყოფნას.

ხილვადობა ყოველთვის არ მოითხოვს თქვენგან ინოვაციური იდეების მოფიქრებას, რომლებიც გააოცებს ხალხს ან ყველა კითხვაზე აპოვნინებს პასუხს. ცხადია, ეს მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ ასევე სასარგებლოა უბრალოდ პოზიციონირება აქტიურ მონაწილედ და საუბარში ჩართვა. დიალოგში მონაწილეობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სათანადო მომენტის მოლოდინი.

ნუ დაიმდაბლებთ თავს

გიყოყმანიათ თქვენს უფროსთან პირისპირ ურთიერთობისას და გითქვამთ: „ეს ალბათ ის არ არის, რასაც ეძებთ…“ ან ნივთის ჩუქებისას? ან იქნებ, კოლეგასთან ბრეინსტორმინგისას გიცდიათ მისი საშინელი იდეის გამართლება? ინტროვერტები ხშირად თავად ამცირებენ თავიანთ იდეებსა და მიღწევებს. ფრაზის „მე არ ვარ ამის ექსპერტი“ გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს სხვებში თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობების გაუფასურება. ამით უნებლიეთ მიანიშნებთ, რომ თქვენ არ ხართ რესურსული ან პროფესიონალი თქვენს დარგში, მაშინაც კი, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ავტორიტეტი და გავლენა.

თქვენი წვლილის პოზიტიურად და თავდაჯერებულად ჩამოყალიბებით, თქვენ უბიძგებთ სხვებს პატივი სცენ თქვენს იდეებს და აღიარონ თქვენი გამოცდილება.

გამოიყენეთ კომუნიკაციის ასინქრონული მეთოდები.

რეალურ დროში საუბრებისგან განსხვავებით, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ პასუხებს, ასინქრონული კომუნიკაცია უფრო რეფლექსიული და მიზანმიმართული ურთიერთობის საშუალებას იძლევა, რაც შესანიშნავად შეიძლება გამოუვიდეთ ინტროვერტებს. ეს გაძლევთ შესაძლებლობა გამოთქვათ თქვენი აზრები და გამოხატოთ თქვენი შეხედულებები მომენტალური რეაგირების ზეწოლის გარეშე.

წყარო: HBR



უორენ ბაფეტის აზრით, კეთილსინდისიერება თანამშრომლის უმთავრესი თვისებაა

რა არის 5G?