in

„გიდი” – რას სთავაზობს კრედო ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესს

ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ კარგი მდებარეობითა და მომსახურებით არ განისაზღვრება. ბიზნესის განვითარებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ოპერაციების გამარტივება და ისეთი საბანკო სერვისები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობას უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის. სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, კრედო ბანკმა ტურისტული ბიზნესისთვის ახალი პროექტი დაიწყო, სახელწოდებით „გიდი“. ვისთვის არის ეს პროექტი? ინიციატივა მათთვისაა, ვინც უკვე ოპერირებს სტუმარმასპინძლობის სფეროში ან ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყებას გეგმავს. პროგრამა აერთიანებს როგორც დაფინანსების შესაძლებლობებს, ისე საბანკო პროდუქტებსა და დამატებით სერვისებს, რომლებიც სასტუმროების, ჰოსტელების, კოტეჯების, აპარტამენტებისა და ტურისტული სექტორის სხვა წარმომადგენლების საჭიროებებს პასუხობს. ინდივიდუალური პირობები ბიზნესის განვითარების ფარგლებში, კრედო ბანკი სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს სრულ საბანკო მომსახურებას, დაფინანსების ხელსაყრელ პირობებსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ შეთავაზებებს. 

პროგრამის ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული სესხით, რომელსაც სპეციალური პირობები აქვს. არსებული ფინანსური ვალდებულებების კრედო ბანკში გადმოტანისა და გაერთიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ტურისტულ სესხზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18.90%-დან), ხოლო ახალი სესხის აღებისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20.03%-დან). ფინანსურ შეთავაზებას დამატებითი უპირატესობებიც ახლავს: პროგრამის მონაწილეები ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ პრემიუმმომსახურების პაკეტს, რომელიც საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე სპეციალურ პირობებს აერთიანებს. ხელმისაწვდომია უფასო ბიზნესბარათი, რომელიც ხარჯების მართვასთან ერთად ციფრულ რეკლამაზე 20%-იან ქეშბექსა და სხვა სპეციალურ შეთავაზებებს მოიცავს. ბიზნესის უსაფრთხოებისთვის კრედო ბანკი ქონების დაზღვევას უფასოდ უზრუნველყოფს. პროგრამა ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებაზეც არის ორიენტირებული. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიზნესანგარიშითა და ბიზნესბარათით, ასევე MyCredo მობაილ და ინტერნეტბანკით, რომელიც ოპერაციების დისტანციურად, 24/7-ზე შესრულების შესაძლებლობას იძლევა. გადახდების მიღების მიზნით, კრედო ბანკი სთავაზობს Keepz QR ტერმინალს, რომელიც გადახდებს სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოფს: Apple Pay, Google Pay, კრიპტოვალუტით, მობაილბანკითა და კრედო ბანკის „და-ყა-ვი“ ფუნქციით – დამატებითი ხარჯების გარეშე. შეთავაზებაში ასევე შედის POS-ტერმინალი სპეციალური ტარიფებით, საერთაშორისო გადარიცხვები დაბალი ტარიფებით 50-ზე მეტ ქვეყანაში და სახელფასო პროგრამა, რომელიც თანამშრომლების ანაზღაურების ადმინისტრირებას ამარტივებს. ამ ფინანსურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთან ერთად, კრედო ბანკი სექტორში ცოდნის გაზიარებასაც უზრუნველყოფს, რისთვისაც პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგების სერია ტარდება. ამ ინიციატივის ფარგლებში, პირველი წარმატებული ტრენინგი ივლისის თვეში უკვე ჩატარდა. რა იქნება შემდეგ კრედო ბანკი ამ მიმართულებით აგრძელებს სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი იწვევს სექტორის წარმომადგენლებს, შემოუერთდნენ და დარეგისტრირდნენ ახალ ტრენინგზე, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება. 

„გიდი“ წარმოადგენს კრედო ბანკის ერთიან შეთავაზებას მათთვის, ვინც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში საქმიანობს და ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსურ და საბანკო გადაწყვეტილებებს ეძებს. პროგრამაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ განაცხადის შევსება, რის შემდეგაც კრედო ბანკის წარმომადგენელი მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტას შესთავაზებს.

[R]

ბაზრის რეკორდული წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია – „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო

როგორ გამოიყენოთ Claude მეტი პროდუქტიულობისთვის