რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ ქვეყანას? “აუცილებლად სანახავის” გარდა, კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებსაც დააინტერესებს და ადგილობრივებსაც. საქართველოს სამთო კურორტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სვანეთია, რომელიც მთების და მწვერვალების სიმრავლით სხვა დანარჩენი რეგიონებისგან გამოირჩევა. სწორედ აქ ბინადრობენ მყინვარები: უშბა, შხარა, თეთნულდი, ბანგურიანი, ლაილა და სხვა. ეს მხარე ზამთარ-ზაფხულ აქტიურია, შესაბამისად, საინტერესოა როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სპორტის მოყვარულთათვის. თუმცა, მთაში მოგზაურობა სარისკო საქმეა. სწორედ ამიტომ, მესტიაში შეიქმნა Georgia Guide Office, რომელიც მსურველთა უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობას პროფესიონალი გამყოლების საშუალებით უზრუნველყოფს. მოგზაურთა გზამკვლევი, ამ დროისთვის, მხოლოდ სვანეთშია, თუმცა, ეტაპობრივად, სხვა რეგიონებსაც მოიცავს. Georgia Guide Office-მა სააგენტო ABK-სთან ერთად, მუშაობა დაიწყო კამპანიის შექმნაზე, რომლის მიზანია სამთო თავგადასავლების პოპულარიზაცია მოგზაურობებში. კამპანიის მთავარი გზავნილია “ისრიალე, იარე, იმოგზაურე”. ამ ეტაპზე, შეიქმნა პრინტ სერია, რომელიც მთაში მოგზაურების მსურველებს ეძღვნებათ: მოგზაურობის დროა, ცოცვის დროა, სრიალის დროა…