in ,

უბრალო მეთევზიდან მსოფლიოში საუკეთესო სერფერობამდე – Guinness-ის ვიდეო

Guinness-ის ახალი, საინტერესო სარეკლამო კამპანია იმ ადამიანების შრომის დასაფასებლად შეიქმნა, რომლებიც არ კმაყოფილდებიან მხოლოდ ერთი მიღწეული წარმატებით, არამედ კიდევ უფრო მეტისკენ ისწრაფვიან. ამასთან, ცდილობენ თავიანთი საქციელითა და შრომით გარშემომყოფების ცხოვრებაშიც შეიტანონ წვლილი. კამპანიის შთაგონების წყარო სერფერი ლუკ ლანდრიგანი გახდა, ადამიანი, რომელიც დაუზოგავი შრომისა და ბრძოლის შემდეგ, უბრალო მეთევზიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერფერად იქცა და რაც მთავარია, თავისი პატარა სოფელი, სადაც ცხოვრობდა საუკეთესო კურორტად და სერფინგისთვის განსაკუთრებულ ადგილად აქცია. ამ ძალიან საინტერესო პიროვნების ისტორიის საფუძველზე სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო BBDO-მ იზრუნა.

 

როგორი იქნება განახლებული სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”?

„რასაცა გასცემ შენია..” ანუ ამბავი ქართულ გაჩუქების პლატფორმაზე – Fulwish.com