მათთვის, ვისაც ჰგონია რომ ნამდვილი კოვბოები წარსულს ჩაბარდნენ და მათი გახსენება მხოლოდ კარგი ვესტერნის ჟანრის ფილმებითაა შესაძლებელი, Guinness-ს საინტერესო ისტორია აქვს. ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლისთვის ნამდვილი ამბავი გამოიყენა და მასზე მუშაობა სააგენტო BBDO-ს დაავალა. ვიდეო კალიფორნიაში მცხოვრებ ახალგაზრდა კოვბოებზე მოგვითხრობს, რომლებმაც ცხენებზე ძალადობის სასტიკი ჯაჭვის გარღვევა მოახერხეს და ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩიეს. კალიფორნიელმა კოვბოებმა ამ ცხოველებზე ზრუნვა და მათი გამრავლება იმდენად მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ, თავიანთი საქმიანობით ისეთი ბრენდის ყურადღებაც კი მიიპყრეს, როგორიც Guinness-ია.
ნამდვილი ამბავი კოვბოებზე, რომლებმაც ცხენებზე ძალადობა შეაჩერეს – Guinness-ის ვიდეორგოლი














