არიან ბრენდები, რომლებიც განსაკუთრებულ რეკლამებს აკეთებენ. რეკლამაში არც რაიმე ინოვაციაა და არც სპეცეფექტებით არის გადაღებული, მაგრამ სწორედ ასეთი რეკლამები იქცევს ჩვენს ყურადღებას.
Guinness-ის რეკლამები სხვა ბრენდების რეკლამას რომ შევადაროთ, დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, ისინი ისე განსხვავდებიან, როგორც ამერიკული და ევროპული კინომატოგრაფია.
ამჯერად Guinness-ი შეეცადა ბრენდის ინდივიდუალობისთვის ხაზი გაესვა და მომხმარებელს შეახსენა, რომ “ჩვენ თვითონ ვირჩევთ ვინ ვიქნებით”
რეკლამა აფრიკელ “sapeurs”-ზე მოგვითხრობს, იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშათა კლასს მიეკუთვნებიან, მაგრამ ინდივიდუალობას არ კარგავენ და ცხოვრებაში ოპტიმიზმი ახალი სამოსით შეაქვთ.
“In life, you can always choose who you are”
სარეკლამო სააგენტო: AMV BBDO
http://youtu.be/CScqFDtelrQ