in

Guinness-ის რეკლამა

ლონდონის სარეკლამოს სააგენტო AMV BBDO და კომპანია Guinness–ის ახალი სარეკლამო კამპანია  “Made Of More” წარმოადგინეს. ვიდეო რგოლის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რომელიმე ზღაპრის ეკრანიზაციას უყურებდეთ. ტექსტიც და ხმაც, რომელიც ტექსტს კითხულობს უფრო ზღაპრის მთხრობელს წააგავს და დადებით ემოციას იწვევს მაყურბელში…

ნახეთ, თქვენ თვითონ

“ერთ დღეს საათმა გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი იყოს ვიდრე ჩვეულებრივი მოძრავი მექანიზმი. მაშინ, როდესაც ვიღაცისთვის დრო ძალიან იწელებოდა, საათი სვლას ასწრაფებდა და თუ ვინმეს დრო არ ჰქონდა, საათი უკან იწყებდა მოძრაობას და ძვირფასი დრო აღარ იკარგებოდა. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, ყველას აქვს უფლება აირჩიოს ჩვეულებრივი დარჩეს თუ წინ წავიდეს…”

http://youtu.be/ZAaNbzydxiA

 

“იყო ერთი ღრუბელი, რომელიც ზღვიდან მოვიდა, ის ქარს არ ემორჩილებოდა და კარგ საქმეებს აკეთებდა. რაც უფრო მეტ ადამიანს ეხმარებოდა, უფრო დიდი ხდებოდა იმიტომ, რომ ის არ იყო უბრალოდ ღრუბელი. სწორედ ისეთი, როგორიც Guinness–ის ქაფია – ის ხომ უბრალო ქაფი არ არის?!

http://youtu.be/URxLYupra5s

როჯერ ფედერერი Nike-ს ახალ რეკლამაში

Coca-Cola-ს ახალი სიყვარული