in

გინესის რეკორდსმენი ჯინსის შარვალი, რომელსაც 50 ადამიანი, 6 თვე კერავდა

პერუში, მსხვილმა სავაჭრო ქსელმა Paris გიგანტური ჯინსის შარვალი შეკერა, რის შედეგადაც, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Upi.com ავრცელებს. შარვალი ტანსაცმლის ბრენდ Kansas-თან კოლაბორაციით შეიქმნა. მას 50 მკერავისგან შემდგარი გუნდი, 6 თვის განმავლობაში კერავდა. შარვალი 22 სართულიანი შენობის სიგრძისაა (65,5 მეტრი), სიგანით კი 42,6 მეტრია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ჯინსის შარვალი კვირის ბოლომდე სავაჭრო ცენტრთან იქნება გამოფენილი. რის შემდეგაც მისგან მრავალჯერადი მოხმარების 10 000 ჩანთას შეკერავენ. ჩანთების ეს პარტია Paris-ის სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში გაიყიდება.

ადრეული ქორწინება საქართველოში – ილუსტრაციები

საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის განახლებული დიზაინი, Kollektiv-ის შესრულებით