ინტერნეტ სივრცეში Guinness-ის პოსტერი გამოჩნდა, რომელიც საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. ის საზოგადოების ნაწილმა ლუდის ბრენდის გონივრულ მარკეტინგულ კამპანიად მიიჩნია. პოსტერი ვირუსულად გავრცელდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნამდვილ Guinness-ს მასთან არაფერი აქვს საერთო. მისი ავტორი ირლანდიელი ფრილანსერი კოპირაიტერი ლუკ ო’რეილია. მისი თქმით, ნამუშევარი პაბებისთვის შეიქმნა და მისი მიზანი იყო, საზოგადოება სახლში დარჩენიკენ წაექეზებინა. საინტერესოა, რომ ლუკმა ნამუშევარი ბრიტანული პლატფორმა Bankofcreativity-ის ჩელენჯ One Minute Brief-ის ფარგლებში შექმნა. One Minute Brief-ის კონცეფცია მარტივია: ერთი წესი, ერთი წუთი, ერთი რეკლამა. პოსტერზე ავტორი მითითებული არ იყო, რამაც მოგვიანებით აურზაური გამოიწვია, თუმცა, ლუკ ო’რეილის ეს ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, TBWA\Chiat\Day New York-ის დირექტორმა, რობ შვარცმა ასე შეაფასა: “როდესაც ეს პოსტერი ჩემს ფიდში ვნახე, რეკლამის რწმენა დამიბრუნდა”.
Guinness-ის ვირუსული პოსტერი, რომელიც ავტორმა 1 წუთში შექმნა
