ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი Chongqing ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ყველაზე ფუტურისტულ მეტროპოლიად ჩამოყალიბდა. ულტრათანამედროვე ცათამბჯენებითა და მსოფლიოში უდიდესი მონორელსის ქსელით იწონებს თავს. თუმცა უკვე რეკორდული დრონების შოუების სახლადაც იქცა და ახლა სწორედ ამ ამბავზე მოგიყვებით. ცოტა ხნის წინ 10 ათასზე მეტი ინდივიდუალური დრონით გინესის მსოფლიო რეკორდი მოხსნეს დრონების მიერ გადაღებული ყველაზე დიდი აერო ფოტოსთვის!
„დღეს ჩვენი მიზანი 10 197 დრონის დამარცხება იყო, საბოლოო რაოდენობა 11 787 დრონს აღწევდა, რითაც წარმატებით მოიხსნა არსებული რეკორდი და ახალი Guinness World Records-ის წოდება მოვიპოვეთ. Charming Chongqing-ის შოუ Chongqing Broadcasting Media Group Co., Ltd-სა და Shenzhen DAMODA Intelligent Control Technology Co., Ltd-ის მიერ მოეწყო. წინა 10 197 დრონით დამყარებული რეკორდი კი DAMODA-ს ეკუთვნოდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაამყარეს“.

ახალი რეკორდული დრონების შოუთი კი ჩონკინგის დაარსების 28-ე წელი იზეიმეს, როგორც ჩინეთის მეოთხე მუნიციპალიტეტის. შესაბამისად, შოუ ჩონკინგის პროგრესის ჩვენებას ისახავდა მიზნად და მისი, როგორც კულტურული დანიშნულების ადგილის წარმოჩენას.

„ლანდშაფტის, კულტურის, ცხოვრებისა და ქალაქის“ თემატიკის შესაბამისად, შოუ 7 ნაწილად იყო დაყოფილი. მათ შორის „მთებისა და მდინარეების ქალაქი“, „აყვავებული კამელიები“ და „სიყვარული ჰუანგეს ხის მიმართ“ გვხვდებოდა, რაც Chongqing-ის ისტორიისა და განვითარებადი იდენტობის ძირითად ელემენტებს ასახავს.

ყველაზე შთამბეჭდავად კი სურათებს შორის ქალაქის ჰორიზონტის რეპლიკას, ყვავილების წვიმას, მთიან ლანდშაფტსა და ქალაქის სახელს მიიჩნევენ, რომელიც ფეიერვერკებით იყო გარშემორტყმული. დროა, უკვე თავადაც ნახოთ ისინი და შეაფასოთ, როგორია რეკორდული დრონების შოუს სანახაობა:












